четверг, 9 февраля 2023 г.

 

                   კომპლექსური დავალება

საგანი - ქართული ენა

კლასი - I

ძირითადი რესურსი (ტექსტი) - ი.გოგებაშვილი „ჩიტი და ვასო“

ხალხური -  „ჩიტი და მელა“

სახ.ავტორი - შედგენილი ი.გოგებაშვილის მიერ

სკოლა - სსიპ. აბაშის რაიონს სოფ.ზანათის საჯარო სკოლა

პედაგოგი - ნანა ადამია

დამატებითი თემატიკა - ურთიერთობები, სიკეთე.

გაკვეთილების სავარაუდო რაოდენობა - 4-5 სთ.

შედეგი - I-2; I-3; I-4; I-5; I-7; I-8; I-13

საკითხი: მოთხრობის- ი.გოგებაშვილის „ჩიტი და ვასო“ გაგრძელება, რა მოხდება 5 წლის შემდეგ.

„ჩიტი და მელას“ - თხრობის გაგრძელება.

კომპლექსური დავალების პირობა:

დავალება 1: - აღწერე სურათი: იმსჯელე და გამოთქვი ვარაუდები

დავალება 2: - ელექტრონულად შექმენი ნახატები თემიდან გამომდინარე

დავალება 3: - როლებად თამაში

დავალება 4: - მოთხრობის „ვასო და ჩიტის“გაგრძელება, რა მოხდება შენი აზრით 5 წლის შემდეგ?

დავალება 5: - დაასაბუთე შენი მოსაზრებები და ნახატის, მოთხრობის სახით ნამუშევრები წარმოადგინე პრეზენტაციის სახით.

 

 

 

 

 

                   კომპლექსური დავალების ეტაპები და აქტივობები

ეტაპი I_ მოსწავლეთათვის კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა.

რესურსი - ილუსტრაცია და სათაური.

 აქტივობა I- წინარე ცოდნის გააქტიურება. დაკვირვება ტექსტის თვალსაჩინო მინიშნებებზე, სათაურსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით.

 

აქტივობა_II - დავალების მოთხოვნების გაცნობიერება.

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებზე ორიენტირებული შეკითხვები..

 

 

 

 

 

ეტაპი_II - დავალების განხორციელება.

ნაბიჯი_I - რა სტრატეგიები გამოიყენე მოთხრობის გასაგებად?

რესურსი- „ვასო და ჩიტის“ პრეზენტაცია.

 

ეტაპი_III - ნახატების შექმნა როგორც ელექტრონულად, ისე თაბახებზე.

 

 



 

აქტივობა_I - შემოქმედებითი უნარის გამოვლენა.

აქტივობა_II - კითხვა-პასუხი.

 

 

 

 

 

 

სამიზნე ცოდნის(დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები.

ქვეცნება - ხედვის კუთხე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქვეცნება - კითხვის სტრატეგიები.

·         რა სათაური აქვს?

რას მეუბნება ეს სათაური?

·         რას მეუბნება ეს ილუსტრაცია?

·         რით უკავშირდება სათაური და ილუსტრაცია შენს ცოდნა-გამოცდილებას?

·         ახსენით თქვენი სიტყვებით რას მოითხოვს დავალება?

·         რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგება?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

·         ვინ არიან ნაწარმოების პერსონაჟები?

·         პერსონაჟებს შორის რომელია კეთილი და რომელი ბოროტი?

·         სწორად მოიქცა თუ არა ვასო?

·         შენ როგორ მოიქცეოდი მის ადგილას?

·         როგორი ბიჭი დადგება ვასო 5 წლის შემდეგ?

·         დაუფიქრდება თუ არა ვასო მის საქციელს?

·         შენზე თუ ზრუნავს ვინმე?

·         რატომ არის ერთმანეთზე ზრუნვა აუცილებელი?

__________________________

·         როგორი წარმოდგენა ჩამოგიყალიბდა ამ პერსონაჟზე?როგორ ადამიანად წარმოიდგინე?

·         რა პარალელის გავლება შეძელი ამ ორ ნაწარმოებს შორის?

·         რისი თქმა უნდა ავტორს?

·         უნდა გავითვალისწინოთ თუ არა ნაწარმოების გაგრძელებისას მწერლის მთავარი სათქმელი? როგორ?

·         რას მოიგონებდა წარსულიდან ვასო?

·         რას მოუწოდებდა ვასო მომავალ თაობას ბუნების დაცვაზე?

 

ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

·         რა აქტივობა დაგეგმეთ?

·         დროში როგორ გაანაწილეთ აქტივობები.

·         წარადგინე შენს მიერ გაგრძელებული მოთხრობის შინაარსი/

·         რატომ ფიქრობ ასე? პარალელი გაავლე ამ ორ პერსონაჟს შორის, რომელია კეთილი და რომელი ბოროტი?

·         შენ როგორ მოიქცეოდი მათ ადგილას?

·         რა მოგცათ და შეგმატათ ამ ახალმა დავალებამ?.

 

პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრე:

·         რა გაგიადვილდა, რა გაგიძნელდა დავალების შესრულებისას?

·         რას შეცვლიდი თავიდან რომ იწყებდე დავალების შესრულებას?

 

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე სამუშაოდ:

·         გაეცანი დავალების პირობას

·         ყურადღებით წაიკითხე ტექსტი და უყურე ვიდეოს

·         კარგად დაფიქრდი პრესონაჟთა დახასიათების დროს.

·         გამოყავი პერსონაჟების დადებითი და უარყოფითი მხარეები





















Комментариев нет:

Отправить комментарий