воскресенье, 25 апреля 2021 г.

სასწავლო პროექტი მე- 4 კლასი

 

                             სასწავლო პროექტი.

თემა - „დედა ჩემი სიყვარულია“

საგანი - ქართული, ხელოვნება.

კლასი-  IV

მოსწავლეთა რაოდენობა- 6

სსსმ. მოსწავლე - 1

პროექტის განხორციელების ვადა - 1 კვირა.22-25 თებერვალი.

                     

                       პროექტის შინაარსი:

თემით „დედა ჩემი სიყვარულია“, მოსწავლეებთან ერთად შევეცდები დედის ფენომენის, დედის ამაგისა და ღვაწლის ახსნას. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას, დაახარისხებენ, შექმნიან ნახატებსა და აპლიკაციებს თემაზე „დედა ჩემი სიყვარულია“. წაიკითხავენ ლექსებს, გააკეთებენ მისალოც ბარათებს დედებისათვის.მოსწავლეები სიმღერებით, ლექსებით, ნახატებით, თავისუფალი თემებითა და სლაიდ შოუს შექმნით გამოხატავენ დედების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას.

მოახდენენ პროექტის პრეზენტაციას.პანდემიიდან გამომდინარე თვითონ გადაინაწილებენ განსახორციელებელ საკითხებს.

 

                         პროექტის საფუძვლები:

<<კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა

<<კომუნიკაცია და თანამშრომლობა

<<ტექნოლოგიის გამოყენება

<<დამოუკიდებელი მუშაობა

                

                               პროექტის მიზნები:

მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაიაზრებენ დედის როლს მათ ცხოვრებაში, გამოხატავენ დიდ სიყვარულს, გაუფრთხილდებიან და პატივს სცემენ მათ.

 

                        სასწავლო პროცედურები:

ბავშვებს ვესაუბრები დედის როლზე მათ ცხოვრებაში, ზრუნვაზე, მოვლა-პატრონობაზე. აღნიშნულ თემაზე დავუსვამ საკვანძო კითხვებს:

<<როგორია დედის მნიშვნელობა შენთვის?

<<როგორ დაახასიათებდი დედას?

<<შენ როგორ ამართლებ დედის იმედს, მოლოდინს?

მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას.

საკვანძო კითხვები ხელს უწყობს მოსწავლეებში საკუთარი აზრის გადმოცემას, საკითხის  გააზრება-გაანალიზებას.

მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას;შექმნიან ნახატებსა და აპლიკაციებს;შეისწავლიან სიმღერებს დედაზე;დაამზადებენ მისალოც ბარათებს; შექმნიან სლაიდ შოუს.

და ბოლოს შეფასების რუბრიკის საშუალებით ვახდენ პროექტის შეფასებას, მოსწავლეები შეაფასებენ საკუთარ როლსა და შეტანილ წვლილს საერთო მიზნის მიღწევაში.მოვახდენ შუალედურ შეხვედრას, სადაც ისინი სათითაოდ წარმოადგენენ შექმნილ მასალებს, მოახდენენ ურთიერთშეფასებას და მეც მივცემ უკუკავშირს.

შესასრულებელი აქტივობები ზოგი თვითონ მოიფიქრეს და ზოგი ერთობლივად შევიმუშავეთ.

აქტივობა 1 - მოსწავლეებისათვის იდეის გაცნობა.

აქტივობა 2- თემასთან დაკავშირებული საკითხების ჩამოყალიბება.

აქტივობა 3 – საორგანიზაციო საკითხები.

აქტივობა 4 - პანდემიიდან გამომდინარე კონკრეტული სამუშაოების გადანაწილება ინდივიდუალურად თითოეულზე, შესაძლებლობების ფარგლებში.

 

                 შესასრულებელი სამუშაოების განრიგი:

22-23 თებერვალი.  მოიძიეს ინფორმაცია.

23-24    შეისწავლეს ლექსები.

24-25  დაამზადეს მისალოცი ბარათები და შექმნეს სლაიდ შოუ.

სსსმ მოსწავლემ შეისწავლა ლექსი და დაამზადა ბარათი.

დედებთან გადაიღეს სურათები და განათავსეს ბლოგში.

პროექტის შედეგები:

<<მოსწავლეებმა შეძლეს ინფორმაციის მოძიება- დახარისხება

<<შექმნეს ნახატები და მისალოცი ბარათები და სლაიდ შოუ.

 

             განხორციელებული სამუშაოების საფუძველზე მოსწავლეებმა შეიძინეს თანამშრომლობის, კომუნიკაციის, საკუთარი და სხვისი საქმიანობის შეფასების უნარი.

                  

                    

გაკვეთილის გეგმა - მათემატიკაში მე-4 კლასი

 

საგანი

მათემატიკა

კლასი

მე-4

მოსწ.რაოდენობა

6

სსსმ.

1

ჩატ.დრო

 

გაკვეთილის თემა

გეომეტრიული ფიგურები.

გაკვეთილის მიზანი

მოსწვლეებმა შეძლონ  გეომეტრიული ფიგურების დასახელება, აღწერა და პერიმეტრის გაზომვა.  ზომების განსაზღვრა და შედარება.

კავშირი ე.ს.გ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წინარე ცოდნა და უნარ- ჩვევები.

 

 

 

 

 

ორგანიზ.ფორმა

 

 

რესურსი

 

 

 

მოსალოდნელი შედეგები

მათემატიკა-4. 8მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება ფიგურების აღსაწერად.

 

მათ-4.  9გარემოში ორიენტირება და ობიექტთა ურთიერტგანლაგების აღწერა.

 

მათ-4.  10  შეუძლია ფიგურათა ზომების გამოთვლა, შედარება და დალაგება.

 

 

სსსმ--მოსწ.  შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა და დახაზვა. განარჩევს მათ ზომისა და ფორმის მიხედვით.

 

 

 

ტექსტის შედეგის საფუძველზე მასწავლებელი ადგენს მოსწავლეებთან იმ წინარე ცოდნასა და უნარ-ჩვევებს,რომელიც საჭიროა ახალი საკითხის შესასწავლად და შეამზადებს მათ.

 

 

 

მთელი კლასი; ინდივიდუალური.

 

 

სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული,კომპიუტერი, სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების მოდელები.

 

 

ადარებს და აჯგუფებს ბრტყელ ფიგურებს, განსაზღვრავს ფიგურის შიდა და გარე არეებს.უთითებს საერთო საზღვრის მქონე ფიგურების საერთო გვერდებსა და წვეროებს.

 

 

 

 

 

 

გაკვეთილის მსვლელობა

სსსმ.მოსწავლე განარჩევს გეომეტრიულ ფიგურებს ზომისა და ფორმის მიხედვით. შეუძლია მათი დახაზვა და ამოცნობა.

 

 

 

 

აქტივობა1. მზაობა გაკვეთილისათვის(5წთ.)

გაკვეთილი იწყება სადიაგნოსტიკო ტესტით, რომლის მიზანია განსაზღვროს მოსწავლეთა მზადყოფნა ახალი მასალის ასათვისებლად.

 

აქტივობა2.წინარე ცოდნა(5წთ.)

მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს მაგიდაზე დალაგებულ გეომეტრიულ მოდელებს, სთხოვს შეძლებისდაგვარად ამოიცნონ და დაასახელონ მათი სახელწოდება, შეადარონ ფიგურები ერთმანეთს.

 

 

აქტივობა3. ფიგურების ამოცნობა(10წთ.)

მასწავლებელი დაფაზე ხაზავს გეომეტრიულ ფიგურებს:სამკუთხედს, ოთხკუთხედს, ხუთკუთხედსა და ექვსკუთხედს. წინასწარ გამზადებულ ბარათზე წერია 3,4,5,6.

მასწავლებელი რიგრიგობით გამოიძახებს ბავშვებს, სთხოვს ბარათების ამობრუნებას და დაფაზე დახაზული ფიგურებიდან გადახაზონ ის, რიმლის გვერდებისა და წვეროების რაოდენობა შეესაბამება ბარათზე დაწერილ რიცხვს. ბოლოს სვამს კითხვას - „თქვენი აზრით, რატომ არ დავხაზე წრე?“

მოსწ.-„წრეს  წვერო არ აქვს.“

 

 

აქტივობა.4 ინდივიდუალური სამუშაო(20წთ.)

I)სავარჯიშოების შესრულება.

II)მოსწავლეები კომპიუტერში თავად ჰქმნიან გეომეტრიული ფიგურების ნახაზებს, აფერადებენ მათთვის სასურველი ფერებით.მასწავლებელი თვალყურს ადევნებს მოსწავლეთა მუშაობას და საჭიროების შემთვევაში აძლევს სათანადო ინსტრუქციას.

 

 

აქტივობა5.საშინაო დავალება (2წთ.)

 საშინაო დავალება - შექმნან გეომეტრიული ფიგურების მოდელები.

 

აქტივობა6.გაკვეთილის შეფასება(3წთ.)

შეფასებისას გათვალისწინებული იქნება მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, შემოქმედებითი უნარი.

 

 

    რეფლექსია.

გაკვეთილი ჩატარდა IV კლასში                        გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესი განხორციელდა წესის შესაბამისად. ჩატარებულმა გაკვეთილმა გაამართლა მოლოდინები და მოსწავლეებიც კმაყოფილნი დარჩნენ.ასე რომ თანამედროვე მიდგომები დადებით გავლენას ახდენს მოსწავლეებზე.

<<გაკვეთილის მსვლელობაში გამოყენებული აქტივობები შედეგიანი და საინტერესო იყო იმით, რომ მოსწავლეებს გაუჩნდათ ინტერესი და პასუხისმგებლობის გრძნობა.

<<ყველაზე უფრო საინტერესო იყო ის აქტივობა, სადაც მოსწავლეები კომპიუტერის საშუალებით მუშაობდნენ.

ელექტრონული სისტემის განვითარება ხელს უწყობს მასწავლებელს მასალის მარტივად და გასაგებად ახსნაში.

<< შემიძლია ვთქვა, რომ აუცილებელია გაკვეთილზე სრულყოფილი გეგმით შესვლა, სადაც გათვალისწინებულია მიზნები და შედეგები.

<<ჩატარებული გაკვეთილებიდან გამომდინარე, ჩემი მიზანია მოსწავლეებს განვუვითარო თავიანთი ცოდნის წარმოჩენის უნარი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

<<მომდევნო გაკვეთილის ჩატარებისას გავითვალისწინებ მოსწავლეთა მეტ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში. უფრო მეტი რესურსების შექმნას.

გაკვეთილის გეგმა - ბუნებაში მე-4 კლასი

 

საგანი

ბუნება

თემა

ქვეწარმავლებისა და ფრინველების სასიცოცხლო ციკლი

კლასი

IV

ჩატარების დრო

02.06.2021

მოსწავლეთა რაოდენობა

6

სსსმ. მოსწავლე

1

გაკვეთილის აქტუალობა

მოსწავლეები გაკვეთილების შემდეგ კიდევ უფრო გაიმდიდრებენ ცოდნას.შესძლებენ ცოდნის ტრანსფერს პრაქტიკულ საქმიანობაში.გაავლებენ პარალელს შესწავლილ მასალასა და მოძიებულ ინფორმაციას შორის.

შესაბამისობა ე.ს.გ სტანდარტთან

ბუნებაIV.3. მოსწავლემ უნდა შესძლოს სხვადასხვა ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლების შედარება.შესძლოს აღწერა მათთან დაკავშირებულ ცვლილებებზე.

სსსმ. მოსწავლე შეძლოს ქვეწარმავლებისა და ფრინველების დასახელება-გადარჩევა.ჩამოთვალოს მათი სასიცოცხლო ეტაპები.

გაკვეთილის მიზანი

1)მოსწავლემ შესძლოს მსგავსება-განსხვავების პოვნა სხვადასხვა ცხოველის სასიცოცხლო ციკლებს შორის.

2)ინფორმაციის მოძიება.

3)ცოდნის ტრანსფერის უნარი.

წინარე ცოდნა

მოსწავლეები ფლობენ ინფორმაციას ქვეწარმავლებისა და ფრინველების შესახებ

საჭირო მასალები

სახელმძღვანელო, თაბახები, მარკერები, პლაკატი, კომპიუტერი.

ორგანიზ.ფორმა

მთელი კლასი, ინდივიდუალური.

მისაღწევი შედეგები

<<მოსწავლეებმა შეძლეს მსგავსება-განსხვავების პოვნა სხვადასხვა ფრინველებსა და ქვეწარმავლებს შორის.

<<ინფორმაციის მოძიება.

<<პრეზენტაცია.

გაკვეთილის მსვლელობა

აქტ.Iმოტივაციის შექმნა 3 წთ.

აქტივობის აღწერა- მასწავლებელი ააქტიურებს მოსწავლეთა დაგროვილ ცოდნას, რომლის მიზანია განსაზღვროს მოსწავლეთა მზადყოფნა.

 

აქტ.IIწინარე ცოდნის გააქტიურება.5წთ.

აქტივობის აღწერა - მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს პლაკატს და სთხოვს ამოიცნონ ქვეწარმავლები და ფრინველები და დაასახელონ მათი სახელწოდებები.

 

აქტ.III.ცოდნის კონსტრუირება.10წთ.

შინაარსის გაღრმავება.

აქტივობის აღწერა - მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება ბუნების მრავაფეროვნებაზე, წაიკითხავს წიგნში მოცემულ თემას,ამახვილებს ყურადღებას ორგანიზმთა ჯგუფებზე, მათ ძრითად სასიცოცხლო მოთხოვნილებებზე.სვამს კითხვებს მოსწავლეთა ჩართულობის შესანარჩუნებლად.

მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს და წარადგენენ მოძიებულ ინფორმაციას.

 

აქტ.IV.გამთლიანება.10წთ.

პრაქტიკული სამუშაო.

აქტივობის აღწერა - კომპიუტერით მუშაობა. მოსწავლეები თავად ქმნიან ფრინველების სურათებს და აწყვილებენ რაიმე ნიშნის მიხედვით.

 

აქტ.V.ცოდნის განმტკიცება.10წთ.

აქტივობის აღწერა - მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები და ავალებს იმსჯელონ ბარათზე გამოსახულ ნახატზე, რით იკვებება, რა ჰქვია მათ ნაშიერს, სად ცხოვრობენ, რა განსხვავებაა მათ შორის. შეავსებენ ცხრილს.

 

აქტ.VI.საშინაო დავალება.2წთ.,

მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია მათ საარსებო პირობებსა და კვება-განვითარებაზე.

 

აქტ.VII.შეფასება და თვითშეფასება-5წთ.

მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს განმავითარებელი შეფასებით

  

           რეფლექსია.

გაკვეთილი ჩატარდა 2 ივნისს IV კლასში.თემაზე „ქვეწარმავლებისა და ფრინველების სასიცოცხლო ციკლი“.

გაკვეთილი დავგეგმე სასწ.გეგმით განსაზღვრულ მიზნებსა და მისაღწევ შედეგებზე.ინდიკატორებზე დაყრდნობითა და მათი გათვალისწინებით.

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ქვეწარმავლებისა და ფრინველების სასიცოცხლო ციკლის გაცნობა, ინფორმაციის მოძიება და ცოდნის ტრანსფერის უნარის გამოვლენა.

გაკვეთილი წარიმართა გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით.მნიშვნელოვანი გადახვევა და მოდიფიცირება არ დამჭირვებია.შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გაკვეთილის შედეგი შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზნებს.

აქტიურად გამოვიყენე როგორც ელექტრონული, ისე სხვადასხვა რესურსი.

საერთო ჯამში, ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული და თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური შედეგი დადეს.

სხვა დროს გავითვალისწინებ გაკვეთილის დროსი შემოზღუდულობასა და აქტივობების რეალური გრძლიობით დაგეგმვას.

 

გაკვეთილის გეგმა ქართულ ენაში - მე- 4 კლასი

 

გაკვეთილის თემა

ს.ს ორბელიანის „მეფე და მხატვარი“.

 

კლასი

4

 

გაკვ. ჩატარების დრო

     20 აპრილი

 

მოსწ.რაოდ.

6

 

სსმ. მოსწ.

1

 

გაკვეთილის აქტუალობა

მოსწავლეები გაკვეთილის შემდეგ კიდევ უფრო

 გაიმდიდრებენ ცოდნას.შეძლებენ ცოდნის ტრანსფერს.პრაქტიკულ საქმიანობაში.გაავლებენ

პარალელს შესწავლილ მასალასა და პრაქტიკულ

 საქმიანობას შორის.

 

შესაბამისობა ე.ს.გ სტანდარტთან

ქართ IV.(2) შეძლოს ლიტერატურული ტექსტის

 მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.

ქართ.IV(3)- შეძლოს პირადი დამოკიდებულების

გამოხატვა.

ქართ. IV(10)- კითხვის სტრატეგიების სწორად

გამოყენება.

სსსმ მოსწ. - შეძლოს ტექსტის წაკითხვა,

კითხვებზე პასუხის გაცემა. პერსონაჟის დასახელება.

 

გაკვეთილის მიზანი

1)      შეძლოს ტექსტის წაკითხვა-გაგება.

2)      ტექსტის შინაარსობრივი დამუშავება.

3)      მოცემული ინფორმაციის გაგება-დამახსოვრება.

4)      ცოდნის ტრანსფერის უნარი.

წინარე ცოდნა

მოსწავლეები ფლობენ ინფორმაციას იგავის

შესახებ, ასახელებენ წაკითხულ და ნანახ იგავებს.

ფლობენ ინფორმაციას ს.ს ორბელიანის შესახებ.

სასწ.მასალა და რესურსები

სახელმძღვანელო, პროექტორი,კომპიუტერი, თაბახები,

მარკერი.

ორგანიზების ფორმა

მთელი კლასი, ინდივიდუალური.

გაკვეთილის მსვლელობა

ორგანიზაციული საკითხები--.მისალმება.მიზნისა და

შეფასების რუბრიკის გაცნობა - 5წთ.

აქტივობა1. წინარე ცოდნის გააქტიურება - 5წთ.

აქტივობის მიზანია-- საშინაო დავალების პრეზენტაცია.

შეიხსენონ რა იციან იგავის შესახებ და რომელ იგავებს

გაიხსენებდნენ.რომელი ახსენდებათ ცნობილი

მეიგავეებიდან.

ფაზა A.(გამოწვევა)

აქტივობა2.- გონებრივი იერიში. 5 წთ.

აქტივობის მიზანი -გონებრივი იერიშის გამოყენებით

გავუღვიძო მოსწავლეებს ინტერესი ახალი მასალის

მიმართ.

პროექტორის  საშუალებით მოსწავლეებს ვუჩვენებ

სხვადასხვა თემაზე შექმნილ იგავებს. მოსწავლეები

 სიამოვნებით

უცქერიან ანიმაციურ ფილმებს.გამოხატავენ თავიანთ

ვარაუდებსა და მოსაზრებებს.

 

აქტივობა3.- ახალი მასალის ახსნა--10 წთ.

<<შესავალი საუბარი.

<<ტექსტის კითხვა მასწავლებლის მიერ.

 

B ფაზა(სიღრმისეული წვდომა) .

<<იგავის განმეორებითი კითხვა და უცნობი სიტყვების

ახსნა მოსწავლეთა ძალებით.კითხვა-პასუხებით მოსწავლეთა ჩ

 

აქტივობა4. - მუშაობა სახელმძღვანელოზე.

აქტივობის მიზანია- ახალი მასალის კითხვა მოსწავლეთა

მიერ კითხვის სტრატეგიების გამოყენებით.

მოსწავლეები თემას უკავშირებენ პრაქტიკულ

საკითხებს.

 

 

 

С ფაზა.

აქტივობა.5 (შეჯამება) – 7 წთ.

აქტივობის მასალის რეზიუმირება.

 

<<კითხვა-პასუხის საშუალებით შევაჯამებთ მასალას.

 

<<მოსწავლეები შეაფასებენ ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“ სქემის

მესამე გრაფას  შეავსებენ.

 

<<შევაფასებ მოსწავლეებს.

 

<<ეძლევათ წერითი დავალება- დაწერონ პატარა ამბავი მხატვარზე.

 

 

 

შედეგები___ მოსწავლეებმა შეძლეს ტექსტის წაკითხვა-გააზრება და საკუთარი

მოსაზრების დაფიქსირება.

სსს მოსწავლე - შეძლო ტექსტის წაკითხვა, კითხვებზე პასუხის გაცემა,

პერსონაჟის ამოცნობა და დახასიათება.

 

 

 

 

 

      რეფლქსია:

გაკვეთილი ჩატარდა  IV კლასში თემაზე - ს.ს ორბელიანის - „მეფე და მხატვარი“

გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესი განხორციელდა წესის შესაბამისად.

გრძნობები ___ გაკვეთილზე მუშაობის პროცესი იყო საინტერესო და შემოქმედებითი. განვიხილე ლიტერატურა, რომელიც უკავშირდება როგორც საგნობრივ, ასევე ზოგად უნარ-ჩვევებს.განვიხილე ასევე მეთოდური ლიტერატურა(სწავლისა და სწავლების  მეთოდები, აზროვნების ფორმები, სამფაზიანი გაკვეთილის მეთოდი და სხვ.)

გაკვეთილის შედეგი შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზნებს.მქონდა მოლოდინის გრძნობა, თუ როგორ ჩატარდებოდა კონკრეტული გაკვეთილი.შემიძლია ვთქვა, რომ სწავლების თანამედროვე მიდგომები დადებით ზეგავლენას ახდენს მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესზე.

 

შეფასება___ აღნიშნული გაკვეთილი იმით იყო ღირებული, რომ მოსწავლეებს გაუჩნდათ ინტერესი და პასუხისმგებლობის გრძნობა.გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით. დაცული იყო დროის მენეჯმენტი.

 

ანალიზი___ ეფექტიანი იყო მოსწავლეთა პასუხები მასწავლებლის კითხვებზე.გააზრებულად შეძლეს გაკვეთილის შეჯამება.

 

დასკვნა(ზოგადი)___ შემიძლია დავასკვნა, რომ აუცილებელია გაკვეთილზე გეგმით შესვლა, სადაც გაწერილი უნდა იყოს მიზნები და შედეგები.დიდი მნიშვნელობა აქვს გაკვეთილის მიზნებს შესაბამისი აქტივობების დაგეგმვას, რათა ყველა აქტივობა შეესაბამებოდეს მიზნის განხორციელებას.

 

დასკვნა___ კლასში გამოიკვეთა, რომ ზოგიერთ მოსწავლეს აქვს პროდუქტიული  ანალიზის უნარი, ზოგს კი სჭირდება ლექსიკური მარაგის გამდიდრება, საგაკვეთილო პროცესში მეტი ჩართულობა და აქტიურობა.

 

პერსონალური სამოქმედო გეგმა____ჩატარებული გაკვეთილიდან გამომდინარე, ჩემი მიზანია მოსწავლეებს უფრო მეტად განუვითარო პრეზინტაციის, თავიანთი ცოდნის წარმოჩენის უნარი.

სსსმოსწავლე უფრო აქტიურად იყოს ჩართული  საგაკვეთილო პროცესში.

გაკვეთილზე მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე გამოვიყენო ისეთი აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ზემოთ აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტას.