вторник, 19 ноября 2019 г.

სასწავლო პროექტი


სასწავლო პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება--„ჩემი საყვარელი ზღაპარი“.
ხელმძღვანელი--ნ. ადამია.
მიზნობრივი ჯგუფი-მე-3 კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა-6
პროექტის ხანგრძლივობა-ერთი თვე.  (ნოემბერი)
პრობლემა-კითხვის ტექნიკის დახვეწა. წაკითხულის გაგება გააზრება.
პროექტის აქტუალობა--მოსწავლეთა დაინტერესება აღნიშნულ საკითხზე. მოტივაციის ამაღლება. თანამშრომლობა და ანალიტიკური უნარის განვითარება.

პროექტის მიზნები--ა).კითხვის კულტურის გაუმჯობესება.
                ბ).მეტყველების,აზროვნებისა და წარმოსახვის უნარის განვითარება.
                გ).შემოქმედებითი უნარის  განვითარება.
                დ).ლიტ. ჟანრების გაცნობა.
                ე).საყვარელი ზღაპრიდან პერსონაჯების შეფასება.
                ვ).საკუთარი აზრის გამოხატვის უნარი.

მოსალოდნელი შედეგი--მოსწავლეები ამ პროექტის საშუალებით სიღრმისეულად
                გააცნობიერებენ ზღაპარს, როგორც ლიტ-ის ერთ-ერთ ჟანრს.
                განასხვავებენ ხალხურ და ლიტ-ულ ზღაპარს. შეძლებენ
                საღ მსჯელობას.  ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას.
                შეაფასებენ და დაახასიათებენ ნაწარმოების პერსონაჟებს.
                შეაგროვებენ მონაცემებს დიაგრამის სახით.
                მოაწყობენ პრეზენტაციას,რითაც განავითარეგენ
                21-ე საუკუნის ჩვევებს.

პროექტის ამოცანები:  მოსწავლეთათვის იდეის მიწოდება.
                მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება.
                ბიბლიოთეკიდან წიგნების გამოტანა.
                ინფორმაციის მოძიება.
                მულტ-ფილმების ჩვენება.
                პრეზენტაცია და შემაჯამებელი სამუშაო.
მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხები:
ზოგადი კითხვა-რატომ იგონებს ადამიანი ზღაპარს?
                რა მნიშვნელობა აქვს ზრაპარს თანამედროვე ცხოვრებაში?
                რა განაპირობებს ზრაპრის პოპულარობას?
                რა როლს თამაშობს ჯადოქრობა ზღაპარში?
შინაარსობრივი კითხვა--რა არის ზღაპარი?
                რა განსხვავებაა ლიტ-ურ და ხალხურ ზღაპარს შორის?

                სასწავლო პროცედურები

პირველი კვირა--პროექტის თემის გასაცნობად, მოსწავლეებს დავუსვამ შეკითხვას, „რატომ იგონებენ ზღაპარს?“  გონებრივი იერიშის გამოყენებით მოსწავლეებიი თავიანთ მოსაზრებებს დააფიქსირებენ.შემდეგ ასოციაციური კავშირების დახმარებით ვაფიქსირებთ რა არის ზღაპარი. ეს დაეხმარება მოსწავლეებს წარსული ცოდნის გახსენებაში. მოსწავლეებს ვთხოვ დაასქხელონ მათთვის ნაცნობი ზრაპრები. განვუმარტავ მათ,რომ  პროექტის ფარგლებში გაეცნობიან ხალხურ და ლიტ-ულ ზღაპრებს.        
მივუთითებ,რომ ბიბლიოთეკიდან გამოიტანონ შესაფერისი  წიგნები,ვთხოვ წაიკითხონ ზღაპრები ერთი კვირის განმავლობაში, ერთი კვირის შემდეგ კი დაასახალონ მათთვის საყვარელი ზრაპარი,წარმოადგინონ პრეზენტაციები.







მეორე კვირა---მიცემული დავალების  შესრულების, ანუ ზღაპრებისწაკითხვის შემდეგ აკეთებენ პრეზენტაციას,შემდეგ ფლიპჩარტზე ჩამოვწერ არჩეული ზღაპრების სახელწოდებას და ვიწყებთ დიაგრამის აგებას.როცა კვლევას დაასრულებენ გადანაწილდებიან ჯგუფებში,თანაკლასელებს გააცნობენ შერჩეულ ზღაპარს. მოსწავლეებს ავუხსნი რომ, პროექტზე მეტწილად ჯგუფურად უნდა იმუშაონ და შეფასებაც ერთობლივ ნამუშევარში მიიღონ.







მესამე კვირა--ჯგუფური მუშაობის პრეზენტაცია.
მოსწავლეები იმსჯელებენ წაკითხული ზღაპრების ირგვლივ, დაახასიათებენ დადებით და უარყოფით პერსონაჟებს,მოახდენენ შედარებას და დააფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებებსა და დამოკიდებულებას. მოხდება სხვადასხვა მულტფილმების ჩვენება
მეოთხე კვირა-პროექტის მუშაობის შეჯამება.
მშობლებთან, ბიბლიოთეკართან და სხვა მასწავლებლებთან ვაჯამებთ მთელი თვის გაწეულ მუშაობას, იმსჯელებენ,რამდენად მოახერხეს პრობლემის მოგვარება.
პროექტი აიტვირთება ჩემს ბლოგზე მშობლებისა და მოსწავლეები ფოტოსურათებით. მოხდება რამოდენიმე ზღაპრის ინსცენირება.
სპეც. საჭიროების მოსწავლისთვის-- გავიმეორებ წერით და ზეპირ ინსტრუქციებს.
დავალების შესასრულებლად მივცემ მეტ დროს.
                გამოვიყენებ დადებით უკუკავშირს თითოეული დავალების
                 შესრულების შემდეგ.

გამოყენებული რესურსები-- ხალხური და ლიტ-ლი ზღაპრები, ქართული ენის სახელმძღვანელო მე-3 კლასი. ფურცლები, კალმები, ფანქრები, ბუკი, კომპიუტერი, სხვადასხვა მულტფილმზე დისკები.
სხვა რესურსები-- მშობლები, ბიბლიოთეკარი, მასწავლებლები,სხვა კლასის მოსწავლეები.

პროექტის მონიტორინგი: პროექტით განსაზღვრული მიზანი მიღწეულია.
                აქტივობები გეგმის მიხედვით განხორციელდა.
                განსაკუთრებით საინტერესო იყო პერსონაჟების
                დახასიათება და ზღაპრის ინსცენირება.
                პროექტი მდგრადია და ის მომავალშიც გააგრძელებს
                მუშაობას.
                შედეგი--მოსწავლეებმა შეძლეს ინფორმაციის მოძიება.
                განუვითარდათ თანამშრომლობისა და გუნდურობის უნარი.
                შეძლეს კითხვის კულტურის გაუმჯობესება.
                შეძლეს საკუთარი აზრის დაფიქსირება.
                აიმაღლეს შემოქმედებითი უნარი.


სასწავლო პროექტის რეფლექსია

მე-3 კლასში განვახორციელე სასწავლო პროექტი-„ჩემი საყვარელი ზღაპარი“. მოსწავლეებსა და მშობლებს გავაცანი პროექტის განხორციელების იდეა. შ ევიმუშავე ჩასატარებელი საკითხები. მიმაჩნია, რომ ამ პროექტის ჩატარება იყო დროული და მიზანმიმართული.
მოსწავლეებმა შეძლეს მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება. განუვითარდათ მეტყველების,სწორი კითხვისა და აზროვნების უნარი. აიმაღლეს შემოქმედებითი უნარი.
პროექტის ფარგლებში ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად. პროექტი წარმატებული იყო სხვადასხვა წაკითხული ზრაპრების განხილვა-ანალიზის პროცესში.
               მოსწავლეებმა მიიღეს თანამშრომლობის გამოცდილება და აიმაღლეს კითხვის კულტურა. განიმტკიცეს  წიგნისადმი სიყვარული.

               პროექტის მსვლელობისას აქტივობების დამატების საჭიროება არ შექმნილა.პროექტი გააგრძელებს მუსაობას. მომავალში გავითვალისწინებ, მეტი აქტივობების ჩატარებას და მეტი რესურსების გამოყენებას.



понедельник, 21 октября 2019 г.

ქართული ენის წრე მესამე კლასი - 2019 წ



                                           საწრეო მუშაობა ქართულ ენაში.          
წრის სახელწოდება---„ჩვენ გვიყვარს კითხვა“.
სკოლა-აბაშის რაიონი-ზანათის საჯარო სკოლა.
კლასი-მე-3.  (ყველა მოსწავლე).
სასწ.წელი--2019-2020წ..ლის პირველი სემესტრი.
წრის ხელმძღვანელი--ნ. ადამია.

წრის მუშაობა ჩატარდება თვეში ორჯერ.  ( პირველი ოქტომბრიდან).
აქტუალობა--დაწყებით კლასებში მოსწავლეებს უჭირთ მცირე ზომის მხატვრული ტექსტების გააზრებული კითხვა და ინტერპრეტირება, ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე დამატებითი სამუშაოს ჩატარება,რათა უკეთესად მოხდეს კითხვის გაგება-გააზრება.
              
საწრეო მუშაობის მიზანი:
მოსწ. ცოდნის გაღრმავება ე.ს.გეგმის მოთხოვნების მიხედვით.
მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება.
შემოქმედებითი და დამოუკიდებელი, ასევე თანამშრომლობითი უნარებისა და კოგნიტური ჩვევების ხელშეწყობა განვითარება.
              
    მოსალოდნელი შედეგი:
მოსწავლეს გაუმჯობესდება კითხის კულტურა, გაიღრმავებენ ცოდნას, შეძლებენ წაკითხული ტექსტის გაგება--გააზრებას, გაუმჯობესდებათ ზეპირმეტყველება.
                 
  წრის სამუშაო პროგრამა.   პირველი სემესტრი.

1).  საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა.
2). გაბმული კითხვის განვითარება.
3). ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
4). გამომეტყველებითი კითხვის ჩვევის განვითარება.
5). ლოგიკური თანმიმდევრობით კითხვა.
6). ლიტ. პერსონაჟების დახასიათება.
7). წაკითხულის  გააზრება და დასკვნების გამოტანა. ჩანახატების გაკეთება.
8). საკუთარი აზრის გამოტანა და დასაბუთება.
გამოყენებული რესურსები---აზროვნების რუკა, ნახატები,კომპიუტერი, ფლიფჩარტები.დაფა. ცარცი.დამატებითი საკითხავი ტექსტები და კლასგარეშე სახელმძღვანელო.

წრეში მონაწილე მოსწავლეები:
კოკაია ლიზი.
მარუაშვილი ლიზი.
მიმინოშვილი დავითი.
ნოდია ზურაბი.
რევია თეკლა.
ფიფია ლინდა.

შეხვედრა პირველი--4  ოქტომბერი.

დღეს შედგა  ჩვენი ქართული წრის პირველი მეცადინეობა.გავაცანი წრის აქტუალობა,მიზნები და ამოცანები. მოსწავლეებს განვუმარტე რომ მეცადინეობებზე განვიხილავთ მათთვის საინტერესო საკითხებს, საინტერესი აქტივობებით.







შეხვედრა მეორე--18 ოქტომბერი.
წრის მუშაობის მთავარი მიზანია--გაბმული მეტყველების განვითარება.
წავიკითხეთ ქართული ხალხური ზღაპარი-- ნადირთა ძმობა.
მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებას.






შეხვედრა მესამე--8 ნოემბერი.
მუშაობის მიზანი არის --ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ წაიკითხეს ზღაპარი--„ნადირთა ძმობა“, ახსნეს უცხო სიტყვები და უცხო სიტყვების გამოყენებით შეადგინეს ახალი  წინადადებები.
             




   შეხვედრა მეოთხე--27  ნოემბერი.
თემა-გამომეტყველებითი კითხვის ჩვევის დაუფლება. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი მუშაობაში. დაფაზე შევადგინეთ ასოციაციური რუკა.








შეხვედრა  მეხუთე--13  დეკემბერი
მუშაობა ტექსტის თანმიმდევრულ თხრობაზე. მოსწავლეებმა ტექსტი კარგად დაამუშავეს ჯერ ცალ-ცალკე და შემდეგ მოახდინეს გამთლიანება.
                     შეხვედრა მეექვსე-25 დეკემბერი.



წაკითხული მასალებიდან პერსონაჟების დახასიათება და შედარება. მოსწავლეები ხატავენ ნაწარმოების ეპიზოდებს. მოხდება მუშაობის შეჯამება.

მოსალოდნელი შედეგი:


მოსწავლეებს  გააუმჯობესდებათ ზეპირმეტყველება, განუვითარდებათ ენობრივი უნარ-ჩვევები, რაც ხელს შეუწყობს კითხვისა და წერის დასწავლაში. განუვითარდებათ არტიკულაცია, მოეხსნებათ ყოველგვარი დაძაბულობა,რაც დაეხმარება  საზოგადოებაში დაიმკვიდრონ თავი.


понедельник, 24 июня 2019 г.

ბუნების წრე ,,ჩვენ და ბუნება"


ბუნებისმეტყველების საგნობრივი წრის გეგმა
წრის ხელმძღვანელი-ნანა ადამია
ზანათის საჯარო სკოლაში 2019 წლის 1-თებერვლიდან  ფუნქციონირბას იწყებს მე-2 კლასის მოსწავლეებისათვის საგნობრივი წრე ბუნებისმეტყველებაში: „ჩვენ და ბუნება“.
წრე იმუშავებს მეორე სემესტრის განმავლობაში თვეში ორჯერ.
წრის მუშაობის მიზნები
1),საგაკვეთილო ცოდნის გაღრმავება ე.ს.გ შესაბამისად.
2).მოსწავლთა შემოქმედებითი ცოდნის წარმოსახვა.
3).გაუჩნდეთ ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის,სიახლეთა აღმოჩენის და ჩეცნობის მიმართ.
4). გამოუმუშავდეთ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის და გარემოს მიმართ.
5). გააცნობიერონ ჯანსაღი და უსაფრთხო წესების დაცვის აუცილებლობა.

აქტუალობა----ბუნებისმეტყველების შემსწავლელი წრე აქტიურად მიმაჩნია დაწყებითი
კლასის მოსწავლეთათვის, რადგან სწორედ ამ ასაკში იწყებენ ბავშვები გარემოში ორიენტაციას.უჩნდებათ კითხვები სამყაროს გარშემო, ამაში მათ წრეზე დამუშავებული საკითხები დაეხმარება.

წრის მუშაობის  პროგრამა:
წრის შექმნის მიზნის გაცნობა.
გასვლა ბუნებაში-ვიზუალური დაკვირვება.
მინი ლექცია-ჰაერი ჩვენს გარშემო.
ნახატებისა და ჰერბარიუმის შექმნა.
ცოცხალი კუთხის მოწყობა -ქოთნის  ყვავილები.
შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
შეხვედრა პირველი 4 თებერვალი.                                                                                                

მიზანი--მოსწავლეებზე წრის შექმნის მიზნის გაცნობა. მოსწავლეთა
მოტივირება. ჩატარდება შემეცნებითი აქტივობა „ჩემი ხუთი თითი“. შეხვედრა მეორე გასვლა ბუნებაში-18 თებერვალი.
თემა-ჩემი ბაღი,
მიზანი--ბუნებაში ქცევის წესების დაცვა, მცენარეებზე დაკვირვება, მათ მოვლაზე ზრუნვა.



შეხვედრა მესამე მინი ლექცია.—11 მარტი.
თემა--„  ჰაერი ჩვენს გარშემო“.
მიზანი--მოსწავლეები გაეცნობიან ჰაერის მნიშვნელობასა და ფუნქციას. მის სასიცოცხლო თვისებებზე.

შეხვედრა მეოთხე- 18 მარტი.
თემა --სახალისო დავალებების შესრულება. პრაქტიკული სამუშაო.
მიზანი--ინერნეტით მცენარეების ნაირსახეობების მოძებნა და მათი დაჯგუფება კლასიფიკაციის მიხედვით.



შეხვედრა მეხუთე .  16  აპრილი.
თემა-- ნახატებისა და ჰერბარიუმების შექმნა.
მიზანი--მოტორული და კოგნიტური უნარების განვითარება.
მოსწავლეებმა შეძლონ ყვავილებისგან ჰერბარიუმების დამზადება.
მოაწყონ საკლასო ოთახში გამოფენა.




შეხვედრა მეექვსე-23 აპრილი. ქოთნის ყვავილების გადარგვა.
მოსწავლეები ქოთნებში სიხარულით რგავენ ყვავილებს და განალაგეს სკოლის დერეფანში.

თემა-„მე მიყვარს  ბუნება“.
მიზანი--შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა. მოსწავლეები ბუნებას მიუძღვნიან ლექსებსა და სიმღერებს. საშინაო დავალებად ეძლევათ,ინტერნეტით მოიძიონ ინფორმაცია ბუნების შესახებ.

შეხვედრა მერვე 22 მაისი.
თემა საშ. დავალების პრეზენტაცია.
მოსწავლეები აუდიტორიას წარუდგენენ მოძიებულ ინფორმაციას, მსჯელობენ  და გამოაქვთ დასკვნები,რომ დედა ბუნებას მოვლა და გაფრხილება სჭირდება.










воскресенье, 16 июня 2019 г.

პროექტი - გარემოს დაცვა


პროექტის სახელწოდება-გარემოს დაცვა.
პროექტის ხელმძღვანელი-ნ. ადამია.
მიზნობრივი ჯგუფი-მე-2 კლ.
პროექტის ხანგრძლივობა--ერთი თვე .(მაისი).
პრობლემა-ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრობლემას წარმოადგენს წყლისა და ჰაერის დაბინძურება, ისევე როგორც ტრანსპორტით გამოწვეული ხმაურისა და გამონაბოლქვის პრობლემა.
პროექტის აქტუალობა-გარემოს დაცვის პრობლემა არ კარგავს თავის აქტუალობას,ჩვენთვის მასწავლებლებისათვის უმნიშვნელოვანესია დავანახოთ ჩვენს  აღსაზრდელებს, როგორ გავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობა ბუნებაზე. რა ცვლილებებს იწვევს ის გარემოში. მიმაჩნია, რომ სწორედ ადრეულ ასაკში უნდა მოხდეს იმ სასიცოცხლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება,რათა მომავალში მათი გამოყენება თითოეული მათგანის მოთხოვნილებად იქცეს. მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ გაჩეხილი ტყეები, უკონტროლოდ დაყრილი საყოფაცხოვრებო  ნაგავი, სერიოზულ საფრთხეს უქმნის დედამიწას,ადამიანებს,მთელ ფლორასა და ფაუნას.აუცილებელია ამ მიმართულებით მოსახლეობის ინფორმირებულობა. სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა, რათა გავუმკლავდეთ ამ სერიოზულ პრობლემას.,
პროექტის მიზანი--1).მოსწავლეებს უნდა განუვითარდეთ ნეგატიური
                                                 დამოკიდებულება დანაგვიანებული გარემოსადმი.
                                                 2).მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ჯანმრთელობისთვის
                                                 სუფთა გარემოს აუცილებლობის გაცნობიერება.
                                                 3).სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიება და
                                                 შეგროვება.
                                                 4).უსაფრთხოების წესების დაცვით პრაქტიკულ
                                                 აქტივობებში მონაწილეობა.
                                                 5).საყოფაცხოვრებო და სხვა ტიპის ნარჩენებით
                                                 დაბინძურების შედეგებზე მსჯელობა.

პროექტის ამოცანები:  მოსწავლეთათვის იდეის მოწოდება.
                                      მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება.
                                       ინფორმაციის მოძიება.
                                        ფილმის ჩვენება.
                                        გარემოს დასუფთავების აქცია.
                              კედლის გაზეთის გამოშვება.
                              პრეზენტაცია.

ამოცანა 1--საინფორმაციო შეხვედრა.    6-მაისი.
                 მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს პროექტის განხორციელების იდეას,მოსწავლეები თანხმდებიან შემოთავაზებულ წინადადებას.მშობლებთან ერთად გეგმავენ შესასრულებელ საკითხებს.
ამოცანა   2--გონებრივი იერიში--რა არის ეკოლოგია.
მიზანი-მოსწავლეებმა შეძლონ ჩამოთვალონ ეკოლოგიის გამომწვევი მიზეზები.
ამოცანის აღწერა--მასწავლებელი დაფაზე ხაზავს წრეს,რომლის შუა გულში წერია სიტყვა“ეკოლოგია“.შემდეგ კი სთხოვს მოსწავლეებს შეძლებისდაგვარად წარმოადგინონ მათი აზრით რას ნიშნავს იგი.მასწავლებელი აფიქსირებს ყველა პასუხს,საბოლოოდ კი თავად ხსნის ტერმინის მნიშვნელობას.
                ამოცანა    3---მინი ლექცია-„დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“       10-მაისი.
                მიზანი-მოსწავლეებს მივაწოდოთ და გავაცნოთ ინფორმაცია საქართველოს ბუნების მრავალფეროვნებაზე.
                ამოცანის აღწერა-მასწავლებელი  მოსწავლეებს ესაუბრება ბუნების მშვენიერებაზე, მისი სარგებლიანობის შესახებ. ბუნება სიცოცხლისათვისძალიან მნიშვნელოვანია, მარტო სიცოცხლისთვის კი არა,ის ალამაზებს სამყაროს, სამწუხაროდ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ ბუნებას დიდი საფრთხე ემუქრება, ადამიანები ანაგვიანებენ მას,ის არ ფიქრობს თუ რა შეიძლება მოყვეს ბუნების დაბინძურებას. ვისაც უყვარს ბუნება,ერთად უნდა ვიბრძოლოთ  მის გადასარჩენად.
გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი ფაქტორი დასახლებულ პუნქტებთან ახლოს არსებული ნაგავსაყრელებია, რომლებიც იწვევს ანტისანიტარიას, ანტისანიტარია კი წარმოშობს ინფექციურ დაავადებებს. ამ პრობლემას მოსახლეობა სახელმწიფოს დახმარების გარეშე ვერ  გადაჭრის. დაიცვა გარემო ნიშნავს, იზრუნო  საკუთარ ჯანმრთელობაზე.
                   ამოცანა    3---ფილმების ჩვენება-გარემოს დაბინზურებაზე და ეკოლოგიაზე.   14--მაისი.
                   მიზანი-ყურადღების კონცენტრირება.პრობლემის აღმოჩენა.
                   ამოცანის აღწერა---მოსწავლეები ყურადღებით აკვირდებიან ვიდეოში გადმოცემულ სიტუაციას.მსჯელობენ არსებულ პრობლემზე და გამოაქვთ დასკვნები.
                   ამოცანა  4--- საშინაო დავალება--ინტერვიუ ოჯახის წევრებთან.
                   მიზანი-კვლევა-ძიების განვითარება.

                                                                  გარემოს დანაგვიანება           
                
                   ამოცანის აღწერა--მოსწავლეებს ევალებათ ოჯახის უფროს წევრებთან ინტერვიუს აღება.კითხვების შინაარსი ასეთია:  1).რა შეიცვალა ჩვენს სოფელში შენი ბავშვობიდან დღემდე?  2).მოგწონს თუ არა ცვლილებები?  რატომ?
                   ამოცანა   5----საშინაო დავალების პრეზენტაცია.       17-მაისი.
                   მიზანი-მოსწავლეებმა შეძლონ მოძიებული ინფორმაციის წარდგენა აუდიტორიის წინაშე.
                   ამოცანის აღწერა--მოსწავლეები წარადგენენ მოძიებულ ინფორმაციას.მსჯელობენ და გამოაქვთ თავიანთი მოსაზრებები,რომ ადამიანებმა უნდა დააფასონ ბუნების სილამაზე, აუცილებელია გვქონდეს სუფთა ჰაერი და ჯანსაღი ატმოსფერო.
                   ამოცანა  6---პრაქტიკული საქმიანობა. გარემოს დასუფთავება.  20-მაისი.
                   მიზანი-მოსწავლეთა წვლილის შეტანა გარემოს სისუფთავეზე,  პასუხიმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება.
                   ამოცანის აღწერა-მასწავლებელს მოსწავლეები გაყავს სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე,სადაც დაასუფთავებენ სხვადასხვა ნივთებით დაბინძურებულ მიდამოს.მოსწავლეები აღჭურვილნი არიან საჭირო ინვენტარით.(ხელთათმანი,ქუდები,ჩასაყრელი ტომრები)
                   ამოცანა  7---კედლის გაზეთის გამოშვება.   22-მაისი.
                   მიზანი--მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის გამვითარება.
                   ამოცანის აღწერა-მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით შექმნიან და გამოუშვებენ კედლის გაზეთს დევიზით: „დავიცვათ ბუნება“  და გააკრავენ თვალსაჩინო ადგილას.
                   ამოცანა  8--პროექტის პრეზენტაცია--24 მაისი.
მიზანი---   პროექტის მუშაობის შეჯამება.
ამოცანის აღწერა-მასწავლებელი მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად  აჯამებს მთელი თვის გაწეულ მუშაობას.იმსჯელებენ რამდენად მოახერხეს პრობლემის მოგვარება, საზოგადოების ინფორმირება.
                 პროექტის მონიტორინგი: პროექტით განსაღვრული მიზანი მიღწეულია.
                                                               აქტივობები გეგმის მიხედვით განხორციელდა.
                                                               საინტერესო იყო გარემოს დასუფთავების აქცია.
                                                               პროექტი მდგრადია და ის მომავალშიც
                                                               გააგრძელებს მუშაობას.


                             შედეგი--1). მოსწავლეებმა შეძლეს სხვადასხვა წყაროებიდან
                                                ინფორმაციის მოძიება.
                                                2)განუვითარდათ ნეგატიური დამოკიდებულება
                                                 გარემოსადმი.
                                                3).კვლევა-ძიებისა და შემოქმედებითი უნარი.























რეფლექსია

მე-2 კლასში განვახორციელე პროექტი-გარემოს დაცვა. პროექტის განხორციელება დავიწყე 2019 წლის მაისში.
მოსწავლეებს მივაწოდე პროექტის განხორციელების იდეა.მშობლებთან ერთად შევიმუშავეთ ჩასატარებელი საკითხები. მიმაჩნია რომ ამ პროექტის ჩატარება იყო დროული და მიზანმიმართული.
მოსწავლეებმა გაიგეს სიტყვა ეკოლოგიის მნიშვნელობა, მოიძიეს ინფორმაცია,გამოკითხეს უფროსები.მოაწყვეს სოფლის ერთ-ერთი უბნის ტერიტორიის დასუფთავება.
ნაჩვენები იქნა ფილმი გარემოს დაბინძურებაზე. მოსწავლეებმა ისაუბრეს აღნიშნული პრობლემის შესახებ. შევქმენით კედლის გაზეთი-„დავიცვათ ბუნება“.
                    ბოლოს შეჯამდა პროექტის მუშაობა.
                    პროექტის მსვლელობისას მოხერხდა დასახული მიზნის მიღწევა. აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად. მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტში. განსაკუთებით საინტერესი იყო გარემოს დასუფთავების აქცია. პატარები ხალისით ასუფთავებდნენ ტერიტორიას.  მოსწავლეებს განუვითარდათ ნეგატიური დამოკიდებულება დანაგვანებულ გარემოსადმი. განუვითარდათ კვლევა-ძიებისა და შემოქმედებითი უნარები.
                    პროექტის მსვლელობისას არ შექმნილა საჭიროება აქტივობების დამატების და გეგმის მოდიფიცირების. პროექტი გააგრძელებს მუშაობას, რადგან გარემოს დაცვაზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის ვალია და ეს საკითხი ყოველთვის აქტუალური იქნება.
                    მომავალ პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინებ უფრო მრავალფეროვანი აქტვობების ჩატარებას. მეტი რესურსების გამოყენებას და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას.