среда, 10 апреля 2019 г.

მათემატიკის წრე - 2019




მათემატიკის წრის სამუშაო გეგმა---მასწ: ნ.ადამია

2019 წლის 1თებერვლიდან ზანათის საშუალო სკოლაში მუშაობას აგრძელებს მათემატიკის წრის მუშაობა.

მუშაობის ხანგრძლივობაა 1თებერვლიდან-მაისამდე.  მეცადინეობა ჩატარდება თვეში ორჯერ.

წრის მუშაობის მიზანია:

მოსწავლეებშიცოდნის გაფართოება და განმტკიცება.
ლოგიკურიდაზოგადი უნარების განვითარება.
კომუნიკაცია, მსჯელობა-დასაბუთება, პრობლემის გადაჭრა.
წრის სამუშაო პროგრამა.
გავზომოთ , ავწონოთ.
ერთად გადავჭრათ პრობლემები.
წავიკითხოთ და გამოვიყენოთ ცხრილები.
სახალისო მათემატიკა.
მათემატიკა და სხვა საგნები.
ამოვიცნით და აღვწეროთ გეომეტრიული ფიგურები.
ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ, დავასაბუთოთ.
მათემატიკის პრაკტიკული გამოყენება.

                    წრის მონაწილე მოსწავლეთა სია:

კოკაია ლიზი.
მარუაშვილი ლიზი.
მიმინოშვილი დავითი.
ნოდია ზურაბი.
რევია თეკლა.
ფიფია ლინდა.

7- თებერვალი.

თემა-გავზომოთ, ავწონოთ.
მიზანი--სხვადასხვა საზომი ერთეულების გაცნობა.
                 შეძლონ სხვადასხვა საგნების გაზომვა და აწონვა.



21 თებერვალი:
თემა- ერთად გადავჭრათ პრობლემები.
მიზანი- ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარება.
ხელს შეუწყობს მათემატიკური და ლოგიკური აზროვნების განვითარებას.
გააცნობიერონ რომ კომუნიკაციისა და თაანამშრომლობის გზით შეძლებენ პრობლემის დაძლევასა დაგადაჭრას.



15- მარტი.
თემა- წავიკითხოთ და გამოვიყენით ცხრილები.
მიზანი:
ცხრილების როლისა დაფუნქციის გაცნობა მათემატიკის სწავლებისას.
შეძლონ ცხრილების წაკითხვა და გამოყენება.




 21- მარტი.
თემა -სახალისო მათემატიკა.
მიზანი-მოტორული და კოგნიტური უნარების განვითარება.
                 მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობების შესრულებით ურთიერთთანამშრომლობის უნარის განვითარება.

5-აპრილი.
თემა-მათემატიკა და სხვა საგნები.

მიზანი-მოსწავლეები გაეცნობიან თუ რა მნიშვნელობა აქვს ინტეგრირებას სხვადასხვა საგნებთან, რას ემსახურება და რაში შეუწყობს ხელს სწავლის პროცესში. ამავე დროს დაინახავენ  რამდენად მნიშვნელოვანია ინტეგრირება ცოდნის გაფართოება განმტკიცებაში.




19-აპრილი.
თემა-ამოვიცნოთ და აღვწეროთ გეომეტრიული ფიგურები.

მიზანი-შეძლონ გეომეტრიული ფიგურებოს ამოცნობა და ჩახატვა.განსაზღვროს ფიგურების შიდა დაგარე არე. მიუთითოს გვერდები და წვეროები. შეძლოს ფიგურათა ზომების შედარება.








13-მაისი.
თემა-ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ, დავასაბუთოთ.

მიზანი-ანალიტიკური აზროვნების უნარის განვითარება.
დისკუსიის,თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარის განვითარების ჩამოყალიბება.
პრობლემის წამოჭრა და მის გადასაჭრელად გზების ძიების პოვნის უნარის განვითარება.





27-მაისი.
თემა-მათემატიკის პრაქტიკული გამოყენება.

მიზანი-ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი.
მატემატიკური წიგნიერების განვითარება.
ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარება.






რეფლექსია

საწრეო მუშაობა წარიმართა წესის შესაბამისად. მათემატიკის წრის პროცესი შემოქმედებითი და საინტერესო იყო. მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ. მათ შეიძინეს მეტი ცოდნა და უნარები. გაუღრმავდათ მათემატიკის საგნისადმი ინტერესი. წრის მეცადინეობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ისეთი ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორიცაა- კომუნიკაცია, თანამშრომლობა, მსჯელობა-დასაბუთება, პრობლემის გადაჭრა, მოსმენა და ურთიერთპატივისცემა. განუვითარდათ მათემატიკური და ლოგიკური ააზროვნება. გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა შესაძლებლობები.
ჩემი აზრით საწრეო მუშაობისთვის უფრო მეტი დროის დათმობაა საჭირო , რომ მოსწავლეები უკეთ დაეუფლონ მათემატიკის  საგანს.
კარგი იქნებოდა წრის მუსაობისთვის გვქონდეს მეტი რესურსი და თვალსაჩინოებები.

ვეცდები სამომავლოდ მოსწავლეთა მეტ დაინტერესებასა და ჩართულობას. ასევე მრაფალფეროვანი აქტივობებითა და მიზან მიმართული პროგრამით გავამდიდრო ჩემი საწრეო მუშაობა.