среда, 25 апреля 2018 г.

ხატვის წრე


2018 წლის 1 თებერვლიდან ზანათის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისა დამშობლების სურვილით ფუნქციონირება დაიწყო ხატვის წრემ.
მოსწავლეებთან ერთად შევადგინე წრის სამუშაო გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებს შეუძლიათ კიდევ უფრო მეტად დაეფლონ ხატვის ელემენტებს. საწრეო მუშაობის ხანგრძლივობაა 2018 წლის 1 თებერვლიდან ,2018 წლის მაისამდე.(მეორე სემესტრი).შეხვედრები განვსაზღვრეთ თვეში 1-ჯერ.
 ამ წრის მიზანია მოსწავლეები აზიაროს მშვენიერებას და ჩამოუყალიბოს ესთეტიკური გემოვნება. დაეუფლონ ხატვის ტექნიკას. ამასთანავე გაეცნობიან ხელოვნების ისტორიას, რომელსაც გზა და გზა სიახლეებით შევავსებთ.
სემესტრის ბოლოს მოეწყობა ნამუშევრების გამოფენა . მოახდენენ პრეზენტაციას.



ხატვის წრის პროგრამა-მასწ. ნ. ადამია.

    1.    ხელოვნების ჟანრების გაცნობა. საუბარი ქართველ მხატვრებზე და მათი ნამუშევრების ჩვენება.
რესურსი -კომპიუტერი და ალბომები.  12 თებერვალი.

2)   მუშაობის დაწყება:-კონტურის გავლება, მონახაზის გაკეთება და ფერების გარჩევა.
გამოყენებული რესურსები- თაბახის ფურცლები, ფანქრები, პასტელი ფლორმასტერები და სხვა. 20 მარტი.

3) ნახატის შექმნა სხვადასხვა თემებზე--20 აპრილი.


4) შესრულებული ნამუშევრების პრეზენტაცია--15 მაისი.

გაკვეთილი პირველი-12 თებერვალი
გაკვეთილის მიზანია ხელოვნების  ჟანრების გაცნობა.კომპიუტერის საშუალებით მოეწყობა ქართველი მხატვრების ნამუშევრების ჩვენება. ხატვის გაკვეთილები მათთვის უფრო საინტერესო და სახალისო გახდა.




გაკვეთილი მეორე-20 მარტი.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ მუშაობაში. მათ უკვე აქვთ ყველა საჭირო მასალა მუშაობის დაწყებისთვის: (თაბახის ფურცლები, ფანქრები, საღებავები, პასტელი, ფუნჯი და სხვა). ისწავლეს კონტურის გავლება, მონახაზის გაკეთება, ფერების გარჩევა.






გაკვეთილი მესამე-20 აპრილი.
მოსწავლეებს მოფიქრებული აქვთ დასახატი თემა და ცდილობენ შექმნან კარგი ნახატები. შეიძინონ მეტი ცოდნა და გამოცდილება.




გაკვეთილი მეოთხე-15 მაისი.

     პრეზენტაცია.

2018 წლის 15 მაისს ხატვის წრის წევრების მიერ შესრულებული ნამუშევრების პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა სათითაოდ წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები ჟანრების მიხედვით: პეიზაჟი, ნატურმორტი,აპლიკაცია და სხვა.
ბავშვებმა ისაუბრეს ნახატში გადმოცემული თემის ირგვლივ და გამოხატეს  თავიანთი დამოკიდებულება









რეფლექსია
საწრეო მუშაობა წარიმართა წესის შესაბამისად. ხატვის წრის მუშაობის პროცესი შემოქმედებითი და საინტერესო იყო. მოსწავლეებმა გაამართლეს ჩემი მოლოდინები და თვითონაც კმაყოფილები დარჩნენ. გამოვავლინე მოსწავლეთა ნიჭი და უნარი ამ კუთხით.მათგაიგეს დაისწავლეს ბევრი რამ: გაეცნენ მხატვრების შემოქმედებას სახვითი ხელოვნების სხვადასხვა ჟანრებს.ჩამოუყალიბდათ საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები. ჩემი აზრით საწრეო მუშაობისთვის უფრო მეტი დროის დათმობაა საჭირო რომ მოსწავლეები უკეთ დაეუფლონ ხელოვნების ამ დარგს.
კარგი იქნებოდა წრის მუშაობისთვის გვქონდეს მეტი რესურსი სამუშაო მასალების სახით-აკვარელი, გუაში,  ფუნჯები და სხვა, რათა მოსწავლეებმ უკეთ შეძლონ ხატვის სხვადასხვა ჟანრის დაუფლება ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე.
ვეცდები მომავალი სასწავლო წლიდან მოსწავლეტა მეტი ნაწილი ჩავრთო ხატვის საწრეო მუშაობაში. უფრო მრავალფეროვანი აქტივობებითა დამიზანმიმართული პროგრამით გავამდიდრო ჩემი საწრეო მუშაობა.

მოსწავლის შეფასება
ძალიან გამიხარდა ,რომ ჩამოყალიბდა ხატვის წრე.ბავშვებს ხატვა ძალიან გვიყვარს მასწავლებელმა შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რამაც ზალიან დაგვაინტერესა. გავეცანით ქართველ მხატვრებს დამათ შემოქმედებას.ხელოვნების ჟანრებს, ვისწავლეტ ფერების გარჩევა, კონტურის გავლება და საღებავების დანიშნულება. ჩემი სურვილია მომავალშიც გაგრძელდეს საწრეო მუშაობა რათა მეტი ცოდნა და გამოცდილება შევიძინო სახვითი ხელოვნების დარგში.

               მშობლის კომენტარი


ხატვის წრე(ხე-ლი ნანა ადამია) საინტერესოდ მუშაობს. მათ შორის ჩემი შვილი თეკლა რევია.ბავშვები მოუთმენლად ელიან წრის მეცადინეობას რათა ნამუსევრები წარუდგინონ მასწავლებელს დამოახდინონ პრეზენტაცია. ხელმძღვანელიც აძლევს ცათანადო რჩევასა და მითითებას. ვისურვებდი წრის მუშაობა გაგრძელდეს შემდგომშიაც ,რათა მოსწავლეებმა გაიცნონ უფრო მეტი მხატვრები და გაიღრმავონ ცოდნა.