среда, 24 октября 2018 г.


მათემატიკის წრის სამუშაო გეგმა -მასწ.ნანა ადამია.

2018 წლის 1 ოქტომბრიდან ზანათის საჯარო სკოლაში ყალიბდება მათემატიკის წრე-- „ნორჩი მათემატიკოსი.’

 მუშაობის ხანგრძლივობაა 2018 წლის ოქტომბრიდნ 2019 წლის მაისამდე.
მათ ვისაც უყვარს მათემატიკა, ლოგიკური და სახალისო ამოცანების ამოხსნა,ან  სურვილი აქვს უკეთ განავითაროს მათემატიკური წიგნიერება და შეძლოს ამ მნიშვნელოვანი მეცნიერების მარტივი საფუძვლების დაუფლება--ოქტომბრის თვიდან თვეში ორჯერ ჩატარდება მეცადინეობები.

წრის მუშაობის მთავარი მიზნებია:  
მათემატიკის , როგორც სამყაროს აღწერისა დამეცნიერების უნივერსალური ენის გაცნობიერება.
ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის  განვითარება.
მათემატიკური და ლოგიკური აზროვნების განვითარება.
წრე ხელს შეუწყობს შემდეგი ზოგადი უნარ- ჩვევების განვითარებას: კომუნიკაცია, მსჯელობა-დასაბუთება,პრობლემის გადაჭრა.
მათემატიკის საგნისადმი ინტერესის გაღვივება.

წრის სამუშაო პროგრამა:
1. ჯგუფის ჩამოყალიბება და წრის შინაარსის გაცნობა
2. ციფრები და რიცხვები ; მათი მნიშვნელობა
3. მათემატიკური ნიშნები და სიმბოლოები
4. რიცხვების შედარება და დალაგება
5. გავზომოთ და ავწონოთ
6. ერთად გადავჭრათ პრობლემები
7. წავიკითხოთ და გამოვიყენეოთ ცხრილები
8. სახალისო მათემატიკა
9. მათემატიკა და სხვა საგნები
10. ამოვიცნოთ და აღვწეროთ გეომეტრიული ფიგურები
11. ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ და დავასაბუთოთ
12. მათემატიკის პრაქტიკული გამოყენება


წრეში მონაწილე მოსწავლეთა სია:

  1. კოკაია ლიზი
  2. მარუაშვილი ლიზი
  3. მიმინოშვილი დავითი
  4. ნოდია ზურაბი
  5. რევია თეკლა
  6. ფიფია ლინდა



გაკვეთილი პირველი--12-ოქტომბერი.

მიზანი--ჯგუფის ჩამოყალიბება, წრის შინაარსის გაცნობა.


გაკვეთილი მეორე--19 ოქტომბერი.
თემა-ციფრები და რიცხვები. მათი მნიშვნელობა.





 გაკვეთილი  მესამე--13 ნოემბერი.
თემა--1-დან 50-მდე რიცხვების შეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი ამოცანების ამოხსნისას.
მიზანი---მათემატიკური და ლოგიკური აზროვნების განვითარება. შეკრებისა და გამოკლების წესის გამოყენების უნარი.







გაკვეთილი მეოთხე--20 ნოემბერი.
თემა--ნახატის მიხედვით მოქმედებების შესრულება.
მიზანი--შეძლოს ნახატის მიხედვით სხვადასხვა მოქმედებების შესრულება.
                 ნახატის ვიზუალური აღქმა.




გაკვეთილი  მეხუთე--11 დეკემბერი.
თემა-რიცხვების შედარება და დალაგება.
მიზანი--მოსწ. შეძლოს მრგვალი რიცხვების დასახელება და მათი დალაგება. გააზრებული ჰქონდეს ამ რიცხვების მნიშვნელობა. შეძლოს დაჯგუფება. მოახდინოს მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირება.



გაკვეთილი მეექვსე--18 დეკემბერი.
თემა-ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვების ჩაწერა წარმოდგენა მოდელის გამოყენებით.
მიზანი--მოსწავლემ შეძლოს ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვითი სახელები რაოდენობები და რიგი.
წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება. ცხრილში რიცხვების ამოცნობა და ჩაწერა.


რეფლექსია
საწრეო მუშაობა წარიმართა წესის შესაბამისად. მათემატიკის წრის მუშაობის პროცესი შემოქმედებითი და საინტერესო იყო. მოსწავლეებმა გაამართლეს ჩემი მოლოდინები და თვითონაც კმაყოფილები დარჩნენ. გამოვავლინე მოსწავლეთა ნიჭი და უნარი; განიმტკიცეს შესწავლილი მასალა ისწავლეს რიცხვების ჩაწერა წაკითხვა თანრიგებად დაშლა ნხატებიდან მაგალითების შედგენა. ამ კუთხით.კარგი იქნებოდა წრის მუშაობისთვის გვქონდეს მეტი რესურსი.
ვეცდები მომავალი სასწავლო წლიდან უფრო მრავალფეროვანი გავხადო მათემატიკის წრის მუშაობა.


მოსწავლის კითხვარი

მშობლის კითხვარი