понедельник, 24 июня 2019 г.

ბუნების წრე ,,ჩვენ და ბუნება"


ბუნებისმეტყველების საგნობრივი წრის გეგმა
წრის ხელმძღვანელი-ნანა ადამია
ზანათის საჯარო სკოლაში 2019 წლის 1-თებერვლიდან  ფუნქციონირბას იწყებს მე-2 კლასის მოსწავლეებისათვის საგნობრივი წრე ბუნებისმეტყველებაში: „ჩვენ და ბუნება“.
წრე იმუშავებს მეორე სემესტრის განმავლობაში თვეში ორჯერ.
წრის მუშაობის მიზნები
1),საგაკვეთილო ცოდნის გაღრმავება ე.ს.გ შესაბამისად.
2).მოსწავლთა შემოქმედებითი ცოდნის წარმოსახვა.
3).გაუჩნდეთ ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის,სიახლეთა აღმოჩენის და ჩეცნობის მიმართ.
4). გამოუმუშავდეთ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის და გარემოს მიმართ.
5). გააცნობიერონ ჯანსაღი და უსაფრთხო წესების დაცვის აუცილებლობა.

აქტუალობა----ბუნებისმეტყველების შემსწავლელი წრე აქტიურად მიმაჩნია დაწყებითი
კლასის მოსწავლეთათვის, რადგან სწორედ ამ ასაკში იწყებენ ბავშვები გარემოში ორიენტაციას.უჩნდებათ კითხვები სამყაროს გარშემო, ამაში მათ წრეზე დამუშავებული საკითხები დაეხმარება.

წრის მუშაობის  პროგრამა:
წრის შექმნის მიზნის გაცნობა.
გასვლა ბუნებაში-ვიზუალური დაკვირვება.
მინი ლექცია-ჰაერი ჩვენს გარშემო.
ნახატებისა და ჰერბარიუმის შექმნა.
ცოცხალი კუთხის მოწყობა -ქოთნის  ყვავილები.
შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
შეხვედრა პირველი 4 თებერვალი.                                                                                                

მიზანი--მოსწავლეებზე წრის შექმნის მიზნის გაცნობა. მოსწავლეთა
მოტივირება. ჩატარდება შემეცნებითი აქტივობა „ჩემი ხუთი თითი“. შეხვედრა მეორე გასვლა ბუნებაში-18 თებერვალი.
თემა-ჩემი ბაღი,
მიზანი--ბუნებაში ქცევის წესების დაცვა, მცენარეებზე დაკვირვება, მათ მოვლაზე ზრუნვა.



შეხვედრა მესამე მინი ლექცია.—11 მარტი.
თემა--„  ჰაერი ჩვენს გარშემო“.
მიზანი--მოსწავლეები გაეცნობიან ჰაერის მნიშვნელობასა და ფუნქციას. მის სასიცოცხლო თვისებებზე.

შეხვედრა მეოთხე- 18 მარტი.
თემა --სახალისო დავალებების შესრულება. პრაქტიკული სამუშაო.
მიზანი--ინერნეტით მცენარეების ნაირსახეობების მოძებნა და მათი დაჯგუფება კლასიფიკაციის მიხედვით.



შეხვედრა მეხუთე .  16  აპრილი.
თემა-- ნახატებისა და ჰერბარიუმების შექმნა.
მიზანი--მოტორული და კოგნიტური უნარების განვითარება.
მოსწავლეებმა შეძლონ ყვავილებისგან ჰერბარიუმების დამზადება.
მოაწყონ საკლასო ოთახში გამოფენა.




შეხვედრა მეექვსე-23 აპრილი. ქოთნის ყვავილების გადარგვა.
მოსწავლეები ქოთნებში სიხარულით რგავენ ყვავილებს და განალაგეს სკოლის დერეფანში.

თემა-„მე მიყვარს  ბუნება“.
მიზანი--შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა. მოსწავლეები ბუნებას მიუძღვნიან ლექსებსა და სიმღერებს. საშინაო დავალებად ეძლევათ,ინტერნეტით მოიძიონ ინფორმაცია ბუნების შესახებ.

შეხვედრა მერვე 22 მაისი.
თემა საშ. დავალების პრეზენტაცია.
მოსწავლეები აუდიტორიას წარუდგენენ მოძიებულ ინფორმაციას, მსჯელობენ  და გამოაქვთ დასკვნები,რომ დედა ბუნებას მოვლა და გაფრხილება სჭირდება.










воскресенье, 16 июня 2019 г.

პროექტი - გარემოს დაცვა


პროექტის სახელწოდება-გარემოს დაცვა.
პროექტის ხელმძღვანელი-ნ. ადამია.
მიზნობრივი ჯგუფი-მე-2 კლ.
პროექტის ხანგრძლივობა--ერთი თვე .(მაისი).
პრობლემა-ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრობლემას წარმოადგენს წყლისა და ჰაერის დაბინძურება, ისევე როგორც ტრანსპორტით გამოწვეული ხმაურისა და გამონაბოლქვის პრობლემა.
პროექტის აქტუალობა-გარემოს დაცვის პრობლემა არ კარგავს თავის აქტუალობას,ჩვენთვის მასწავლებლებისათვის უმნიშვნელოვანესია დავანახოთ ჩვენს  აღსაზრდელებს, როგორ გავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობა ბუნებაზე. რა ცვლილებებს იწვევს ის გარემოში. მიმაჩნია, რომ სწორედ ადრეულ ასაკში უნდა მოხდეს იმ სასიცოცხლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება,რათა მომავალში მათი გამოყენება თითოეული მათგანის მოთხოვნილებად იქცეს. მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ გაჩეხილი ტყეები, უკონტროლოდ დაყრილი საყოფაცხოვრებო  ნაგავი, სერიოზულ საფრთხეს უქმნის დედამიწას,ადამიანებს,მთელ ფლორასა და ფაუნას.აუცილებელია ამ მიმართულებით მოსახლეობის ინფორმირებულობა. სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა, რათა გავუმკლავდეთ ამ სერიოზულ პრობლემას.,
პროექტის მიზანი--1).მოსწავლეებს უნდა განუვითარდეთ ნეგატიური
                                                 დამოკიდებულება დანაგვიანებული გარემოსადმი.
                                                 2).მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ჯანმრთელობისთვის
                                                 სუფთა გარემოს აუცილებლობის გაცნობიერება.
                                                 3).სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიება და
                                                 შეგროვება.
                                                 4).უსაფრთხოების წესების დაცვით პრაქტიკულ
                                                 აქტივობებში მონაწილეობა.
                                                 5).საყოფაცხოვრებო და სხვა ტიპის ნარჩენებით
                                                 დაბინძურების შედეგებზე მსჯელობა.

პროექტის ამოცანები:  მოსწავლეთათვის იდეის მოწოდება.
                                      მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება.
                                       ინფორმაციის მოძიება.
                                        ფილმის ჩვენება.
                                        გარემოს დასუფთავების აქცია.
                              კედლის გაზეთის გამოშვება.
                              პრეზენტაცია.

ამოცანა 1--საინფორმაციო შეხვედრა.    6-მაისი.
                 მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს პროექტის განხორციელების იდეას,მოსწავლეები თანხმდებიან შემოთავაზებულ წინადადებას.მშობლებთან ერთად გეგმავენ შესასრულებელ საკითხებს.
ამოცანა   2--გონებრივი იერიში--რა არის ეკოლოგია.
მიზანი-მოსწავლეებმა შეძლონ ჩამოთვალონ ეკოლოგიის გამომწვევი მიზეზები.
ამოცანის აღწერა--მასწავლებელი დაფაზე ხაზავს წრეს,რომლის შუა გულში წერია სიტყვა“ეკოლოგია“.შემდეგ კი სთხოვს მოსწავლეებს შეძლებისდაგვარად წარმოადგინონ მათი აზრით რას ნიშნავს იგი.მასწავლებელი აფიქსირებს ყველა პასუხს,საბოლოოდ კი თავად ხსნის ტერმინის მნიშვნელობას.
                ამოცანა    3---მინი ლექცია-„დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“       10-მაისი.
                მიზანი-მოსწავლეებს მივაწოდოთ და გავაცნოთ ინფორმაცია საქართველოს ბუნების მრავალფეროვნებაზე.
                ამოცანის აღწერა-მასწავლებელი  მოსწავლეებს ესაუბრება ბუნების მშვენიერებაზე, მისი სარგებლიანობის შესახებ. ბუნება სიცოცხლისათვისძალიან მნიშვნელოვანია, მარტო სიცოცხლისთვის კი არა,ის ალამაზებს სამყაროს, სამწუხაროდ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ ბუნებას დიდი საფრთხე ემუქრება, ადამიანები ანაგვიანებენ მას,ის არ ფიქრობს თუ რა შეიძლება მოყვეს ბუნების დაბინძურებას. ვისაც უყვარს ბუნება,ერთად უნდა ვიბრძოლოთ  მის გადასარჩენად.
გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი ფაქტორი დასახლებულ პუნქტებთან ახლოს არსებული ნაგავსაყრელებია, რომლებიც იწვევს ანტისანიტარიას, ანტისანიტარია კი წარმოშობს ინფექციურ დაავადებებს. ამ პრობლემას მოსახლეობა სახელმწიფოს დახმარების გარეშე ვერ  გადაჭრის. დაიცვა გარემო ნიშნავს, იზრუნო  საკუთარ ჯანმრთელობაზე.
                   ამოცანა    3---ფილმების ჩვენება-გარემოს დაბინზურებაზე და ეკოლოგიაზე.   14--მაისი.
                   მიზანი-ყურადღების კონცენტრირება.პრობლემის აღმოჩენა.
                   ამოცანის აღწერა---მოსწავლეები ყურადღებით აკვირდებიან ვიდეოში გადმოცემულ სიტუაციას.მსჯელობენ არსებულ პრობლემზე და გამოაქვთ დასკვნები.
                   ამოცანა  4--- საშინაო დავალება--ინტერვიუ ოჯახის წევრებთან.
                   მიზანი-კვლევა-ძიების განვითარება.

                                                                  გარემოს დანაგვიანება           
                
                   ამოცანის აღწერა--მოსწავლეებს ევალებათ ოჯახის უფროს წევრებთან ინტერვიუს აღება.კითხვების შინაარსი ასეთია:  1).რა შეიცვალა ჩვენს სოფელში შენი ბავშვობიდან დღემდე?  2).მოგწონს თუ არა ცვლილებები?  რატომ?
                   ამოცანა   5----საშინაო დავალების პრეზენტაცია.       17-მაისი.
                   მიზანი-მოსწავლეებმა შეძლონ მოძიებული ინფორმაციის წარდგენა აუდიტორიის წინაშე.
                   ამოცანის აღწერა--მოსწავლეები წარადგენენ მოძიებულ ინფორმაციას.მსჯელობენ და გამოაქვთ თავიანთი მოსაზრებები,რომ ადამიანებმა უნდა დააფასონ ბუნების სილამაზე, აუცილებელია გვქონდეს სუფთა ჰაერი და ჯანსაღი ატმოსფერო.
                   ამოცანა  6---პრაქტიკული საქმიანობა. გარემოს დასუფთავება.  20-მაისი.
                   მიზანი-მოსწავლეთა წვლილის შეტანა გარემოს სისუფთავეზე,  პასუხიმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება.
                   ამოცანის აღწერა-მასწავლებელს მოსწავლეები გაყავს სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე,სადაც დაასუფთავებენ სხვადასხვა ნივთებით დაბინძურებულ მიდამოს.მოსწავლეები აღჭურვილნი არიან საჭირო ინვენტარით.(ხელთათმანი,ქუდები,ჩასაყრელი ტომრები)
                   ამოცანა  7---კედლის გაზეთის გამოშვება.   22-მაისი.
                   მიზანი--მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის გამვითარება.
                   ამოცანის აღწერა-მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით შექმნიან და გამოუშვებენ კედლის გაზეთს დევიზით: „დავიცვათ ბუნება“  და გააკრავენ თვალსაჩინო ადგილას.
                   ამოცანა  8--პროექტის პრეზენტაცია--24 მაისი.
მიზანი---   პროექტის მუშაობის შეჯამება.
ამოცანის აღწერა-მასწავლებელი მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად  აჯამებს მთელი თვის გაწეულ მუშაობას.იმსჯელებენ რამდენად მოახერხეს პრობლემის მოგვარება, საზოგადოების ინფორმირება.
                 პროექტის მონიტორინგი: პროექტით განსაღვრული მიზანი მიღწეულია.
                                                               აქტივობები გეგმის მიხედვით განხორციელდა.
                                                               საინტერესო იყო გარემოს დასუფთავების აქცია.
                                                               პროექტი მდგრადია და ის მომავალშიც
                                                               გააგრძელებს მუშაობას.


                             შედეგი--1). მოსწავლეებმა შეძლეს სხვადასხვა წყაროებიდან
                                                ინფორმაციის მოძიება.
                                                2)განუვითარდათ ნეგატიური დამოკიდებულება
                                                 გარემოსადმი.
                                                3).კვლევა-ძიებისა და შემოქმედებითი უნარი.























რეფლექსია

მე-2 კლასში განვახორციელე პროექტი-გარემოს დაცვა. პროექტის განხორციელება დავიწყე 2019 წლის მაისში.
მოსწავლეებს მივაწოდე პროექტის განხორციელების იდეა.მშობლებთან ერთად შევიმუშავეთ ჩასატარებელი საკითხები. მიმაჩნია რომ ამ პროექტის ჩატარება იყო დროული და მიზანმიმართული.
მოსწავლეებმა გაიგეს სიტყვა ეკოლოგიის მნიშვნელობა, მოიძიეს ინფორმაცია,გამოკითხეს უფროსები.მოაწყვეს სოფლის ერთ-ერთი უბნის ტერიტორიის დასუფთავება.
ნაჩვენები იქნა ფილმი გარემოს დაბინძურებაზე. მოსწავლეებმა ისაუბრეს აღნიშნული პრობლემის შესახებ. შევქმენით კედლის გაზეთი-„დავიცვათ ბუნება“.
                    ბოლოს შეჯამდა პროექტის მუშაობა.
                    პროექტის მსვლელობისას მოხერხდა დასახული მიზნის მიღწევა. აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად. მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტში. განსაკუთებით საინტერესი იყო გარემოს დასუფთავების აქცია. პატარები ხალისით ასუფთავებდნენ ტერიტორიას.  მოსწავლეებს განუვითარდათ ნეგატიური დამოკიდებულება დანაგვანებულ გარემოსადმი. განუვითარდათ კვლევა-ძიებისა და შემოქმედებითი უნარები.
                    პროექტის მსვლელობისას არ შექმნილა საჭიროება აქტივობების დამატების და გეგმის მოდიფიცირების. პროექტი გააგრძელებს მუშაობას, რადგან გარემოს დაცვაზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის ვალია და ეს საკითხი ყოველთვის აქტუალური იქნება.
                    მომავალ პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინებ უფრო მრავალფეროვანი აქტვობების ჩატარებას. მეტი რესურსების გამოყენებას და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას.

პროექტი - მცენარეები და მათი მოვლა


პროექტი-მცენარეები და მათი მოვლა.
პროექტის ხელმძღვანელი-ნ.ადამია.
პროექტის ბენეფიციალები-მე-2კლ.
დრო: აპრილი
პროექტით სწავლება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა.მოსწავლეებს უვითარებს თანამშრომლობით,კვლევისა და ანალიზურ უნარებს.ზრდის მათ პასუხისმგებლობას, ამავე დროს უვითარებს სოციალურ,კოგნიტურ და ემოციურ უნარებს.
                   პროექტის აქტუალობა-მოსწავლე,რომელიც არ აკვირდება და აღიქვამს ბუნების საოცარ სილამაზეს,არ იცნობს მცენარეებს,მათ აგებულებასა დაგამრავლებას,ვერ განასხვავებს მცენარეებს ერთმანეთისგან,ის არც ზრუნავს მათზე და არც უფრთხილდება ბუნებას. ასევე არ ჩამოუყალიბდება  ესთეტიკური უნარი. ამ პრობლემებიდან გამომდინარე გადავწყვიტე პროექტის განხორციელება.
პროექტის მიზანი--გაეცნონ გაზაფხულის ყვავილებსა და  მათ  აგებულებას.
                                             შეძლონ მცენარეთა განსხვავება ფერის, ფორმისა და
                                             სახეობის მიხედვით.
                                             მოსწ. შეძლონ კომპიუტერის გამოყენებით ინფორმაციის
                                             მოძიება მცენარეთა მრავალფეროვნებაზე.
                                             გაეცნოს  საკუთარი სიფლის ბუნებას.
პროექტის სამუშაო ვადები--აპრილი-2-გაკვეთილი.
                პროექტის ამოცანები--მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა.
                                                     ინფორმაციის მოძიება.
                                                     მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება.
                                                     ფილმის ჩვენება.
                                                     ჰებარიუმების შექმნა.
                                                     კედლის გაზეთის გამოშვება.
                                                     გამოფენის მოწყობა.
                                                     სკოლოის ეზოში ყვავილების გაშენება.




                                               პირველი  გაკვეთილი.
      ამოცანა  1---მინი ლექცია-   (7წთ).
     მიზანი--მოსწავლეებზე მცენარეთა ნაირსახეობების გაცნობა.
               ამოცანის აღწერა--მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება მცენარეთა მრავალფეროვნებაზე, ბუნების სილამაზეზე,ყვავილების ნაირსახეობაზე ,მოსწავლეები ყურადღებით უსმენენ მასწავლებელს, დიდია მათი დაინტერესება.
                  ამოცანა  2--სლაიდის ჩვენება--(10წთ).
       მიზანი-მშვენიერების სამყაროს გაცნობა. მოზარდებში ესთეტიკური  გემოვნების ჩამიყალიბება.
ამოცანის აღწერა--მოსწავლეები ინტერესით ადევნებენ თვალს სურათებს და აღფრთოვანებას ვერ მალავენ, ისეთი მოსწავლეებიც დაინტერესდა, ვინც მეტნაკლებად აინტერესებდათ ბუნება და ყვავილები. 
ამოცანა  3---საავტორო სკამი.   (20წთ).
მიზანი-შემოქმედებითი უნარის განვითარება.
ამოცანის აღწერა--მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს წარადგინონ მათ მიერ დაწერილი ლექსები და ჩანაწერები. ნაწილმა მოსწავლემ წაიკითხა გამოცანები და ყვავილებზე მიძღვნილი სიმღერები.  აქტივობას ესწრებოდნენ მშობლებიც.
ამოცანა  4--საშინაო დავალება.    (3წთ).
მიზანი--კვლევა-ძიების უნარის განვითარება.
ამოცანის აღწერა--მოსწავლეებმა კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით მოიძიონ ინფორმაცია გაზაფხულის ყვავილებზე, როგორც მინდვრის:(ენძელა,ია, ყოჩივარდა,ფურისელა), ასევე ეზოს ყვავილებზე(ტიტა,ნარცისი,სუმბული).

                                     მეორე გაკვეთილი
ამოცანა  1--საშინაო დავალების პრეზენტაცია.   (10წთ).
მიზანი--მოსწავლეებმა შეძლონ  მოძიებული ინფორმაციის წარდგენა აუდიტორიის წინაშე.
ამოცანის აღწერა--მოსწავლეები სათითაოდ წარადგენენ თავიანთ მოძიებულ მასალებს. შეაჯამებენ  და გამოაქვთ დასკვნები, რომ ბუნება მშვენიერია და მას გაფრთხილება დ ა მოვლა სჭირდება,მის დაცვაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა თაობის წარმომადგენელმა.
ამოცანა   2--ჰერბარიუმის დამზადება---(5წთ).
მიზანი--შემოქმედებითი უნარის განვითარება.
ამოცანის აღწერა--მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით შექმნიან ყვავილებისა და ფოთლებისგან ჰერბარიუმს და განათავსებენ საკლასო ოთახში.მოაწყობენ ფერადი ქარალდებისგან დამზადებულ ყვავილების გამოფენას.
                                                                                                                                                      
ამოცანა  3----ცოცხალი კუთხის მოწყობა.  (25წთ).
მიზანი--პრაქტიკული სამუშაოს შესრულება.
ამოცანოს აღწერა--მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ყვავილებს ჩარგავენ ქოთნებში და სკოლის დერეფანში მოაწყობენ ცოცხალ კუთხეს. სკოლის ეზოში კი გააშენებენ ყვავილებს ,გამოუშვებენ კედლის გაზეთს სახელწოდებით--„დავიცვათ ბუნება“.

პროექტის მონიტორინგი და შეფასება.
                 პროექტით განსაზღვრული მიზანი მიღწეულია.
                 აქტივობები გეგმის მიხედვით განხორციელდა.
                 აქტიური იყო მშობლების ჩართულობა.
                 აქტივობებიდან საინტერესო იყო ცოცხალი კუთხის მოწყობა.
                 მსვლელობისას რაიმეს დამატება  ან მოდიფიცირება არ მომხდარა.

შედეგი--მოსწავლეებმა შეძლეს მცენარეებზე ინფორმაციის მოძიება.
                გაეცვნენ ყვავილების მრავალსახეობასა და მათ აგებულებას.
                            გამოუმუშავდათ-თანამშრომლობის, გუნდურობის,
                            კვლევა- ძიებისა და შემოქმედებითი უნარები.
                            ამაღლდა მოსწავლეთა პასუხისმგებლობის გრძნობა.












რეფლექსია

მე-2 კლასში განვახორციელე პროექტი-„მცენარეები და მათი მოვლა“. პროექტი განხორციელდა 2019 წლის  აპრილში.
მიმაჩნია, რომ პროექტის განხორციელება საჭირო და დროული იყო, რადგან ზოგიერთი მოსწავლეები უგულოდ ეპყრობიან მცენარეებს, არ უფრთხილდებიან და არ ზრუნავენ მათზე, არ იციან მათი მოვლა და ვერ აცნობიერებენ, თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლიათ.
მოსწალვეებს მივაწოდე პროექტის განხორციელების იდეა. მოსწავლეებმა სხვადასხვა წყაროებიდან მოიძიეს საჭირო ინფორმაცია. ნაჩვენები იქნა შესაფერისი ფილმი, ჩავატარეთ აქტივობა- საავტორო სკამი, სადაც მოსწავლეებმა წაიკითხეს ყვავილებზე მიძღვნილი ლექსები და გამოცანები. ყვავილებისა და ფოთლებისაგან შექმნეს ჰერბარიუმი. მოვაწყვეთ ყვავილების ცოცხალი კუთხე. საკლასო ოთახში კი ფერადი ქაღალდებისგან გაკეთებული ყვავილების გამოფენა.
მოხერხდა დასახული მიზნების მიღწევა.პროექტი განხორციელდა გეგმის შესაბამისად.ყველაზე წარმატებული აქტივობა იყო მოსწავლეთათვის პრაქტიკული საქმიანობა-ყვავილების გადარგვა.
ამ პროექტის გნხორციელებით მოსწავლეებს გამოუმუშავდათ კვლევისა და შემოქმედებითი უნარი. პასუხისმგებლობის გრძნობა. განიმტკიცეს  ბუნებისა და მცენარეებისადმი სიყვარული.
პროექტის მსვლებისას აქტივობების დამატება არ დამჭირვებია. პროექტი შედგა და მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას.
შემდგომი პროექტის ჩატარებისას გავითვალისწინებ მეტი რესურსისა და აქტივობების  განხორციელებას.