четверг, 9 февраля 2023 г.

 

                                                     საახალწლო ზეიმი

                                                ,,მოვიდა ახალი წელი“

მიზანი - შემოქმედებითი უნარის განვითარება.ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება.

კლასი - II

                                         მსვლელობა

1.ძვირფასო სტუმრებო, მოსწავლეებო, ნანატრი დღე დაგვიდგა, ვზეიმობთ ახალი წლის მობრძანებას, დღეს ჩვენ ვმოგზაურობთ ჯადოსნურ სამყაროში.ახალ წელს მოგილოცავენ სხვადასხვა ზღაპრის გმირები.

2. ახალი წელია, თოვლიც გვესალმება,

     თოვლიც გვესალმება ციდან,

     ცრემლები? ცრემლებზე ბოდიში,

      ღიმილი? ღიმილი რამდენიც გინდა.

3. ახალი წელია, ჩამოჰკრეს ზარებმა,

     თასები აავსეთ, ახალი წელია.

     დღეს ყველა ოცმენს ზღვის ტალღებს ედრება,

      დღეს ყველა სიმღერა ნაძვის ხის ფერია.

4. სიმღერა - ,, შენ ტანადო, შენ ლამაზო...“

5. გილოცავთ, გილოცავთ,

     ახალ წელს გილოცავთ,

     შენ, ვისაც სამშობლო გიყვარს.

      გელა ხარ, თინა ხარ,

      შოთა ხარ, ცირა ხარ,

      ეს სულერთია ვინ ხარ!

ნაძვის ხის სიმღერა:

მოვალ, როცა მთა და ბარი
თეთრ ნაბადში გაეხვევა,
პატარების საოცნებო
საახალწლო ნაძვის ხე ვარ.

ჩამოვიყვან თოვლის პაპას,
მხარზე ხურჯინგადაკიდულს,
ჩამოვიტან ნამცხვარს, ქადას,
ჩურჩხელას და შაქარყინულს.

                        

სიმღერა საახალწლო:

ჩვენს კოპწია ნაძვის ხეზე

ვერცხლი ელავს, ოქრო ბზინავს,

საახალწლოდ თოვლის პაპამ,

ყელი ჩაგვიკოკლოზინა.

 

*ახალი წლის საღამოა

 ქარი ქრის და ფიფქი ცვივა

 თოვლის საბანს რომ იხურავ,

 ნაძვის ხეო, არა გცივა?

არა მცივა პატარებო,

მე ღიმილი თქვენი მათბობს,

და გისურვებთ რომ თქვენს გულშიც,

არასდროს არ დაიზამთროს.

 

შემოდის მეკვლე -

ახალი წლის მეკვლე ვარ და

საჩუქრებით მოვაბიჯებ,

გილოცავთ, გილოცავთ,

კიდევ გილოცავთ.

საქართველოს გოგო-ბიჭებს,

დე, მშვიდობა დაებედოს,

ივერიის ზღაპრულ გმირებს,

მე ახალ წელს მოგილოცავთ,

თქვენ კი სწავლით გამახარეთ.

ფიფქიას მილოცვა:

აბა, ვინა ხართ, სადახართ,

გამოიხედეთ გარეთა,

გილოცავთ ახალსა წელსა,

იცოცხლეთ, გაიხარეთა.

სულით და გულით მოძღვნილი

სალამი ჩაიბარეთა!

 

მოსწავლეები:

კი მაგრამ ახალი წელი თოვლის ბაბუის გარეშე როგორ იქნება?! ნეტავ სად არის ჩვენი თოვლის ბაბუა?! ვთხოვოთ ახალ წელს შემოიყვანოს თოვლის ბაბუა.

 

შემოდის თოვლის ბაბუა და დალოცავს ბავშვებს:

ვაზებიან გზას,

მტევნებიან ველს,

მრავალ ახალ წელს,

მრავალ ახალ წელს!

მშვიდობა და მზე,

თქვენს მარჯვენა ხელს.

უნათებდეს რთველს,

მრავალ ახალ წელს,

მაშ, მშვენიერ ცას,

და ქვეყანას ვრცელს,

ვუსურვებდეთ კვლავ,

მრავალ ახალ წელს!

 

*თოვლის ბაბუა დაარიგებს საჩუქრებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий