четверг, 9 февраля 2023 г.

 

                    „ამას ჩვენი დალოცვილი შემოდგომა ჰქვია“

სცენა წარმოადგენს შემოდგომის სურათს.სცენის სიღრმეში არის ჭიგოზე ახვეული ვაზის მტევნები, მეორე კუთხეში თათარით სავსე ქვაბი დგას, იქვე ზის ბებია და ჯოხით ურევს თათარას. ხარიხაზე ძაფზე ასხმული თხილის უღლება გადადებულია ბავშვების რაოდენობის მიხედვით. ხის კუნძებზე სხედან ბავშვები, ხის კენწეროზე კი წიფობელა შემომჯდარა.

ლაზარე: I)  -რა ლამაზი მზეა

                  II) - რა ლამაზი დღეა.

               III) - მივესალმოთ ყველას.

გაბრიელი: IV)  - ჩამოვართვათ ხელი

                    V) - ყველაფერი ბზინავს, ყველაფერი ელავს.

                   VI) - ყველაფერი ირვლივ სიხარულით მღერის

·         ისმის ჩიტის ჭიკ-ჭიკი *

 

ანი.I) ბავშვი - ნეტავ დღემდე სად სახლობდა?

                           მოფრენილა ახლა სოფლად

მარი - წიფობელას შეჰყურებენ - რისთვის მოხველ წიფობელავ?

ლონდა/წიფობელა - შემოდგომის მახარობლად

                                       მხოლოდ მაშინ მოვფრინდები,

                                        რთველში მიყვარს გამოჩენა

                                        სალხენად და საჭიკჭიკოდ.

                                        მანამდე კი ხალხს ვაფრთხილებ,

                                        დროა, დროა რაღას ელით?!

                                         გაამზადეთ მაჭრობისთვის

                                         ქვევრები და საწნახელი.

                                         ახლა სოფლად წიფობაა,

                                          და მეც დავქრი მინდორ-ველად

 

იზა - ეჰ, რა კარგი ჩიტუნა ხარ...გაიხარე წიფობელავ.

აფრენილა, დაფრენილა,

ანი -  ზაფხული სად გაფრენილა,

            ეს ყვითელი შემოდგომა

            რა ჩუმ-ჩუმად დაფენილა.

... მზეზე შრება ლეღვის ჩირი ...


მარი - თხილებია დაბრაწული,

            ქვევრის თავზე მანქანა დგას,

            ყურძენია დასაწური

             ყოველგვარი ჭირნახული

 ლონდა - კარგად არის შენახული,

                    აქ სიმინდი, იქ ლობიო,

                    აქ კაკალი, იქ უნაბი.

ლაზარე - ასეთია ხარისთვალა,

                  თვალს არ ახსოვს ამისთანა.

გაბრიელი - იმდენია რქაწითელი,

                      არ ეყოფა 100 ხელი.

 

·         შემოდის შემოდგომა სავსე კალათით ხელში

შემოდგომა - მისთვის, ვისაც შრომა უყვარს,

                         ხვავით სავსე კალთა მომაქვს, 

                         უმდიდრესი დროთა შორის,

                          მე გახლავართ შემოდგომა!

წამყვანი/ლაზარე - რა კარგია შემოდგომა,

                                    მდიდარი და სანაქებო,

                                     ნიგვზის, ნუშის ტკბილი ჩურჩხელების

                                      ვინ გვიმზადებს?

                                       ანა ბებო!

·         ისმის სიმღერა  „რა კარგია შემოდგომა“ -  ბებო ნელ-ნელა ავლებს ჩურჩხელებს და ჰკიდებს ხარიხაზე

ანა - შემოდგომა რა კარგია,

          რა კარგია, რა კარგია,

          ყურძენს ქაფისფერი დაჰკრავს,

            ატამს სახე გაბადრია.

მარი - შემოდგომა, შემოდგომა,

              შარიშურობს ნება-ნება,

               რომ პეშვებით დაარიგო?

               სოუხვე და ნეტარება.

·         შემოდგომა ცეკვავს ხელში კალათით

 

ყველა - ფუფალა მოდის, ფუფალა!

შემოდის ქოლგით ფუფალა. ბავშვები სიმღერით ეგებებიან.

ჰქონდა ფუფალას ქოლგა,

ქოლგას ფორმა სულ არ ჰქონდა,

ჰქონდა ფუფალას ქოლგა,

ქოლგას ფორმა სულ არ ჰქონდა.

ბიჭი/გაბრიელი - ფუფალ, ფუფალ,რა განსაკუთრებით ლამაზი ხარ?!

ფუფალა/იზა - განა აქამდე არ შეგიმჩნევია ჩემი სილამაზე?

ბიჭი -  ოხ, ფუფალ!

ფუფალა/იზა - თავი დამანებე, ჩემი შიოლას დაკარგვის შემდეგ, შენი დანახვაც არ მინდა.

*ამოიღებს პომადას და თან სარკეში იცქირება *

ბიჭი/ლაზარე - ფუფალ. როთ ხარ დაკავებული?

ფუფალა/იზა - ჩემს შიოლაზე ვფიქრობ, აგერ უკვე შემოდგომა იწურება და ჩემი შიოლამ ისევ არა სჩანს.

ბიჭი/გაბრიელი - სად დაიკარგა შენი შიოლა?

ფუფალა - სოფელში წავიდა და მოსავლის აღებას გადაჰყვა.

 

ბიჭი/ლაზარე - მოვა, ფუფალ, მოვა. მშრომელი კაცია შიოლა.

ფუფალა - მიდის ჩურჩხელებთა და წაჰკრავს თითს -

ოჰ, რა ტკბილი იქნება ეგ თქვენი ჩურჩხელები.

მარი/ბებო - აწვდის ერთ ჩურჩხელას - მიირთვი ფუფალ, შეგერგოს.

ფუფალა წასვლას დააპირებს, მაგრამ ბავშვები სთხოვენ დარჩენას.

... ფუფალ, დარჩი ჩვენთან და ერთად ვიზეიმოთ ...

ფუფალა - კარგით ბავშვებო, დავრჩები, მაშინ მეც გეტყვით ერთ ლექსს:

შემოდგომამ გაგვხარა,

ზამთრის უხვი მარაგითა,

ყურძენი გოდრით დაგვიდგა,

ხილი კიდევ კალათითა.

წელსაც თავი მოიწონა,

ხვავითა და ბარაქითა,

ამოდენა მოსავალი

არა თქმულა არაკითა!

ყველა - გმადლობთ, შემოდგომავ, გმადლობთ!

Комментариев нет:

Отправить комментарий