вторник, 11 июня 2019 г.

არა ბულინგს


პროექტის სახელწოდება--არა ბულინგს.
პროექტის ხელმძღვანელი--ნანა ადამია.
პროექტში მონაწილეობენ აგრეთვე მშობლები და მასწავლებლები.
პრობლემა-- მოზარდებს შორის ძალადობა.
პროექტის აქტუალობა-მოსწავლეები მეტნაკლებად ფლობენ ინფორმაციას ბულინგის შესახებ.მათ არ იციან, როგორ დაიცვან თავი ძალადობისგან,რა პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ძალადობის თავიდან ასაცილებლად.
                 ხშირად მოძალადე ცდილობს ძლიერად გამოიყურებოდეს, ეუხეშება მოსწავლეებს, მასავლებლებს, თანატოლებს, მშობლებსა და სხა.
                 გამომდინარე ზემოთ აღნიშნულისა მიზანშეწონილად ჩავთვალე მოსწავლეებისთვის  მიმეწოდებინა ინფორმაცია ბულინგის სახეებზე. მეჩვენებინა ვიდეო და აქტიურად ჩართულიყვნენ მის განხილვაში, გვესაუბრა პრობლემის გადაჭრის გზებზე.
                 პროექტის სამუშაო ვადის ხანგრძლივობა-2-კვირა. (დეკემბერი).

პროექტის მიზანი-1.-მოსწავლეები გაეცნობიან ბულინგის ცნებებსა და სახეებს.
                                              2.იმსჯელებენ ძალადობის თავიდან აცილების გზებზე.
                                              3.პროექტი უზრუნველყოფს მოსწავლეებში თანაგანცდის
                                              უნარის ჩამოყალიბებას.
                                              4.შეძლონ ბულინგზე მოძიებული ინფორმაციისა და
                                              გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით
                                              დასკვნების  გამოტანა.
                   
                    პროექტის ამოცანები--მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება.
                                                          ინფორმაციის მოძიება.
                                                          მოძიებული ინფორმაციის დამუშავება.
                                                          პრობლემის გაანალიზება.
                                                          გამოკითხვის ჩატარება.
                                                          პლაკატების დამზადება და გაკვრა თვალსაჩინო
                                                          ადგილას.




პირველი კვირა.
ამოცანა 1--ასოციაციური რუკის შედგენა.
მიზანი-მოსწავლეებმა შეძლონ ჩამოთვალონ მათთვის ცნობილი ბულინგის სახეები.
აღწერა-მასწავლებელი დაფაზე  ხაზავს ასოციაციურ რუკას,წრის ცენტრში ჩაწერილია სიტყვა ბულინგი. მასწავლებელი სვამს კითხვებს და რუკის სხივებში წერს იმ სიტყვებს ,
რაც იციან მოსწავვლეებმა ბულინგის შესახებ.

ამოცანა 2--აღნიშნულ თემაზე ვიდეოს ჩვენება.
მიზანი-ყურადღების კონცენტრირება, პრობლემის აღმოჩენა.
აღწერა--მოსწავლეები ყურადღებით აკვირდებიან ფილმში გადმოცემულ სიტუაციას და ღმოაჩენენ არსებულ პრობლემას. გაანალიზებენ, იმაჯელებენ და გამოთქვამენ  საკუთარ მოსაზრებებს. ეძიებენ პრობლემის გადაჭრის გზებს.
              


ამოცანა 3--საშინაო დავალება.
მიზანი-კვლევა-  ძიების უნარის განვითარება.
                           პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება.
აღწერა--მასწავლებელი კლასს ყოფს ორ ჯგუფად. ბულინგის ოთხი მიმართულებიდან მოსწავლეებთან შეთანხმებით აირჩევს ორ ფორმას--ვერბალური და ფიზიკური ბულინგი. ჯგუფებს ევალებათ ჩაატარონ თანატოლებისა და ქუჩის გამოკითხვა.
საზოგადოების გამოკითხვა:
მოგესალმებით,ჩვენი ჯგუფი იკვლევს ბულინგის  შსესახებ ინფორმაციას, ჩვენის აზრით,ეს პრობლლემა ძალზედ აქტუალურია და გვაინტერესებს,ამ პრობლემას რამდენად  მასობრივი ხასიათი აქვს,ამიტომაც რამოდენიმე შეკითხვას დაგისვამთ:
1).რამდენად ხშირად გსმენიათ საზოგადოებაში ვერბალური ბულინგის შესახებ?
2). თქვენი აზრით, ხშირად რა  ასაკის ბავშვებში მძვინვარებს ბულინგი?
3).რამდენად ხშირად შესწრებიხართ ბულინგს?
4).თქვენ როგორ გესახებათ ამ პრობლემის მოგვარება საზოგადოებაში, რა პრევენციული ზომების გატარება იქნება მიზანშეწონილი?

                             დავალების შესასრულებლად ეძლევათ ერთი კვირა.









მეორე  კვირა
    აოცანა --1.   ჯგუფური მუშაობის პრეზენტაცია.
        მიზანი--მოძიებული და გამოკითხული ინფორმაციის წარდგენა აუდიტორიის წინაშე.
აღწერა--თითოეულმა ჯგუფმა მოახდინა  მოძიებული მასალების  თავმოყრა და დახარისხება,შინაარსობრივად დალაგება. ბოლოს თანატოლებთან მოაწყვეს პრეზენტაცია. მოუსმინეს სკოლის პედაგოგებს, მათგან მიიღეს რჩევა დარიგება,მასწავლებლის დახმარებით დასახეს პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები.
                   ამოცანა  2--ბუკლეტებისა და კედლის გაზეთის დამზადება.
მიზანი--ინფორმირებულობის გაზრდა მოსახლეობაში.
აღწერა--მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით დაამზადებენ ბუკლეტებს და საზოგადოებას მიაწოდებენ ინფორმაციას. გამოუშვებენ კედლის გაზეთს სახელწოდებით
„ნუ იქნები ბულერი“ და გააკრავენ სკოლის დერეფანში.

                პროექტის მონიტორინგი--პროექტით განსაზღვრული მიზანი მიღწეულია.
                                                             აქტივობები გეგმის მიხედვით განხორციელდა.
                                                             განსაკუთრებით საინტერესო იყო  ქუჩის გამოკითხვა.
                                                             მსვლელობისას რაიმეს დამატება ან შეცვლა არ
                                                             მომხდარა.


                             შედეგი---მოსწავლეებმა ამომწურავად მიიღეს ინფორმაცია ბულინგის
                                               შესახებ.
                                               შეძლეს მოძიებული ინფორმაციისა და ნანახი ფილმების
                                               შედეგად დასკვნების გამოტანა.
                                               პროექტმა უზრუნველყო მოსწავლეებში თანაგანცდის უნარის
                                               ჩამოყალიბება.






რეფლექსია

ჩვენი საკოლო ცხოვრების საჭიროებებიდან გამომდინარე მე-2კლასში განვახორციელე პროექტი-‘არა ბულინგს“. პროექტის განხორციელება დავიწყე 2019 წლის   5 დეკემბერს.
                    პირველი რაც გავაკეთე,ეს იყო კვლევის ჩატარება,ჩვენი სკოლის მოსწავლეებში. შევადგინე კითხვარები თემაზე: 1). როგორ  გექცევიან თანაკლასელები?
2).როგორ ექცევი თანაკლასელებს და სხვა ბავშვებს. როდესაც კვლევა შევაჯამე, გამოიკვეთა რომ სკოლაში და კლასში, ძირითადად ფიზიკურ და ვერბალურ ბულინგის მსუბუქ შემთხვებს ჰქონდა ადგილი. ამიტომაც აუცილებელი გახდა მოსწავლეთა და მშობელთა ცნობიერების ამაღლება. მოსწალეებს მიეცათ დავალება-მოეძიათ ბულინგზე ინფორმაცია. ბულინგის ოთხი მიმართულებიდან ავირჩიეთ ორი ფორმა-ვერბალური ბულინგი და ფიზიკური ბულინგი.
               მოსწავლეებმა მოძიებული ინფორმაცია დაახარისხეს, დაალაგეს შინაარსობრივად,ჩაატარეს ქუჩის გამოკითხვა, დაკითხეს თანატოლები, მოახდინეს მოგროვილი მასალის თავმოყრა. ბოლოს მოაწყვეს პრეზენტაცია. მოხდა ფილმის ჩვენება და გაიმართა დისკუსია. გაკეთდა ბუკლეტები.
               პროექტის მსვლელობისას მოხერხდა დასახული მიზნის მიღწევა. გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით შეძლეს დასკვნების გამოტანა, პრევენციული ზომების შემუშავება და აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება თანატოლებთან და საზოგადოებასთან. თითოეული აქტივობა წარიმარტა გეგმის შესაბამისად.
               პროექტში ყველაზე წარმატებული იყო შემდეგი აქტივობები:  ინფორმაციის მოძიება ინტერნეტ- სივრცეში და ქუჩის გამოკითხვა.
               ამ პროექტით მოსწავლეებს განუვითარდათ თანამშრომლობის, კვლევის, კრიტიკული დაშემოქმედებითი აზროვნების უნარი.
               პროექტის მსვლელობისას არ შექმნილა საჭიროება აქტივობების დამატების და გეგმის მოდიფიცირების. პროექტი შედგა და გააგრძელებს  მუშაობას.
               მომდევნო პროექტძე მუსაობისას გავითვალისწინებ: მოსწავლეებს წინასწარ მივცემ  „ბულინგზე“ ფილმების ჩამონათვალს,რათა სახლში უყურონ დამოუკიდებლად და დისკუსიის დროს არგუმენტებით გაამყარონ თავიანთი მოსაზრებები.

Комментариев нет:

Отправить комментарий