вторник, 11 июня 2019 г.

პროექტი - ზრუნვა ჯანსაღ ცხოვრებაზე


პროექტის სახელწოდება---ზრუნვა ჯანსაღ ცხოვრებაზე.
პროექტის ხელმძღვანელი--ნანა ადამია
მიზნობრივი ჯგუფი--მე-2 კლ.
პროექტის აქტუალობა--სადამრიგებლო მეორე კლასში ჩემი დაკვირვებითა და გამოკითხვით შევატყვე ,რომ ბავშვები ვერ ერკვევიან რას ნიშნავს სწორი კვება,ჯანსაღი ძილი,სუფთა ჰაერზე გასეირნება, სპორტი.ისინი უფრო უპირატესობას არაჯანსაღ პროდუქტებს ანიჭებენ,როგორიცაა:(  ჩიფსები,ჩხირები,გაზიანი სასმელები და სხვა).
ზოგჯერ ვერ იცავენ ჰიგიენის წესებს,პირში იდებენ საწერ კალამს და ფანქარს, ამიტომაც გადავწყვიტე ამ პროექტის განხორციელება.
პროექტის განხორციელების ვადები--2-გაკვეთილი.  (40-40 წთ).  ოქტომბერი.
პროექტის მიზანი--1). პატარებისათვის სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება ჯანმრთელობის შესახებ.
                                 2).მოსწავლეებმა თავადაც შეძლონ ინფორმაციის მოძიება და ჩართვა.
                                 3).მშობელთა ჩართულობის უზრუვნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში.

პროექტის ამოცანები---1.  მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა.
                                        2.მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება.
                                        3.ინფორმაციის მოძიება.
                                        4. ექიმის მოწვევა.
                                        5. პრეზენტაცია და შემაჯამებელი სამუშაო.

პირველი გაკვეთილი.
აქტივობა  1--გონებრივი იერიში.  ასოციაციური რუკის შედგენა.  (5წთ).
აქტ.მიზანი--მოსწავლეებმა ჩამოთვალონ ჯანსაი ცხოვრებისათვის დამახასიათებელი წესები.
აქტივობის აღწერა--ხდება ასოციაციური რუკის შედგენა,სადაც  ჩამოთვლილი იქნება ყველა საკითხი, რაც დამახასიათებელია ჯანსაღი ცხოვრებისათვის.  (სწორი კვება, სპორტი, სუფთა ჰარზე სეირნობა,ძილი და სხვა).
აქტივობა 2---მინი ლექცია.   (10წთ).
აქტივობის მიზანი---ზრუნვა უსაფრთხო და ჯანსაღ ცხოვრებაზე.
აქტივობის აღწერა---საუბარი, თუ როგორ უნდა დაიცვან მოსწავლეებმა თავი არასწორი კვებისაგან, რა გააკეთონ, სხვადასხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად,სლაიდების საშუალებით ნაჩვენები იქნება შესაფერისი სურათები.
                   აქტივობა  3---ვიდეოს ჩვენება.  (7წთ). ცხოვრების ჯანსაღი წესი--ანიმაციური ფილმი.
    აქტივობის მიზანი--პრობლემის აღმოჩენა, ყურადღების კონცენტრირება.
   აქტივობის ღწერა--მოსწავლეები ყურადღებით დააკვირდებიან ვიდეოში გადმოცემულ სიტუაციას და ღმოაჩენენ  არსებულ პრობლემას.მოსწავლეები მსჯელობენ და გამოთქვამენ საკუთარ ვერსიებს.
               www.ytube.com.
აქტივობა--4 ჯგუფური მუშაობა.   (15წთ).
აქტივბის მიზანი-თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარის განვითარება.
აქტივობის აღწერა-ფილმის ჩვენების შემდეგ თითოეული ჯგუფი ჩამოწერს არსებულ პრობლემებს და დასახავს მისი გადაჭრის ალტერნატიულ გზებს.
აქტივობა 5--საშინაო დავალება-(3წთ).
აქტივობის მიზანი--კვლევა- ძიების უნარის განვითარება.
აქტივობის აღწერა--მოსწავლეებმა დამატებით მოიძიონ ინფორმაცია გემოდიფიცირებულ და ჯანსაღ პროდუქტებზე,თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია ამ პროდუქტებს ადამიანის ჯანმრთელობაზე და როგორ შეიძლება თავიდან ამ პრობლემის აცილება.
დავალების შესრულებისთვის ეძლევათ ვადა სამი დღე.












   მეორე გაკვეთილი
აქტივობა 1--საშინაო დავალების პრეზენტაცია.(5წთ).
აქტივობის მიზანი--მოსწავლეებმა შეძლონ მოძიებული ინფორმაციის წარდგენა აუდიტორიის წინაშე.
აქტივობის აღწერა--მოსწავლეები წაიკითხავენ მოძიებულ ინფორმაციას,იმსჯელებენ გაანალზებენ და  გააცნობიერებენ განსხვავებას ჯანსაღ და გემოდიფიცირებულ პროდუქტებს შორის.


აქტივობა-2--შეხვედრა ექიმთან.  (20წთ).
აქტივობის მიზანი--დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით.
აქტივობის აღწერა--ექიმი ესაუბრება მოსწავლეებს, თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია გემოდიფიცირებულ საკვებსა და რა დაავადებების გამოწვევა შეუძლია აღნიშნულ პროდუქტებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ მშობლები. რომლებმაც კმაყოფილება გამოხატეს ექიმის მიერ ჩატარებული საუბრის მიმართ.
                    აქტივობა 3--ბუკლეტების დამზადება.(15წთ).
აქტივობის მიზანი--ინფორმირებულობის გაზრდა მოსახლეობაში.
აქტივობის აღწერა--მოსწავლეები მასწავლებლის დახმარბით  დაამზადებენ ბუკლეტებს და საზოგადოებას მიაწოდებენ ინფორმაციას არაჯანსაღ პროდუქტების მავნებლობაზე და მათ მიერ გამოწვეულ დაავადებებზე.
პროექტის მონიტორინგი--პროექტით განსაზღვრული მიზანი მიღწეულია.
                                                         აქტივობები გეგმის მიხედვით განხორციელდა.
                                                         განსაკუთრებით საინტერესო იყო ექიმთან შეხვედრა.
                                                         პროექტის მსვლელობისას რაიმეს დამატება და შეცვლა
                                                         არ მომხდარა.
                 შედეგი--ამაღლდა ინფორმაციული დონე.
                                 შედგა თანამშრომლობა ექმთან, მშობლებსა დასაზოგადოებასთან.
დაავადებების რისკი შემცირდება
                                 




რეფლექსია--ზრუნვა ჯანსაღ ცხოვრებაზე.

მას შემდეგ ,რაც შევნიშნე, რომ ჩემი მოსწავლეები ზოგჯერ გამოუძინებელი მოდიან სკოლაში, არ იციან როგორ გაუფრთხილდნენ თავიანთ ჯანმრთელობას, გადავწყვიტე ამ პროექტის განხორციელება.
                პროექტის განხორციელება დავიწყე 2019 წლის-17 ოქტომბერს. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია. მშობლები და მოსწავლეები შევახვედრე უბნის ექიმს-ბატ: ზაზა კაჭარავას. ბავშვები მას გულთბილად შეხვდნენ, დიდი ინტერესით მოუსმინეს მის საუბარს,რომელიც სლაიდ-შოუთ მიმდინარეობდა.
                ექიმი ბავშვებს ესაუბრა,თუ რას ნიშნავს ჯანმრთელობა,რა უნდა გავაკეთოთ მის შესანარჩუნებლად. აუხსნა მოსწავლეებს,რამდენად მნიშვნელოვანია-სწორი კვება,დროზე დასვენება,სუფთა ჰაერზე სეირნობა, ვარჯიში,ბავშვებს მიაწოდა ინფორმაცია სხვადასხვა ბაქტერიებზე და ვირუსებზე.
                მეორე კლასელებმა ექიმს უამრავი შეკითხვა დაუსვეს და თვითონაც მიაწოდეს მოძიებული ინფორმაცია.
                ერთმა გოგომ, რომელსაც ჩვევად ჰქონდა  კალამის პირში ჩადება ,ექიმს უთხრა,რომ, დარწმუნდა ამ ჩვევის მავნებლობაში,და ამ ჩვევას აუცილებლად მოიშლის.
პროექტის განმავლობაში ბავშვებმა განახორციელეს მრავალფეროვანი აქტივობები. იმუშავეს ჯგუფება,მოიძიეს ინფორმაცია,ნახეს ვიდეო.
                განსაკუტრებით საინტერესო იყო ექიმთან შეხვედრა .
                პროექტი მდგრადია, რადგან იგი არსებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგადაც.პროექტის მსვლელობისას გეგმის ცვლილება არ მომხდარა.
                მომავალში გავითვალისწინებ მეტი აქტივობების ჩატარებასა და მშობლების ჩართულობას.

Комментариев нет:

Отправить комментарий