პროექტი-მცენარეები
და მათი მოვლა.
პროექტის
ხელმძღვანელი-ნ.ადამია.
პროექტის
ბენეფიციალები-მე-2კლ.
დრო:
აპრილი
პროექტით სწავლება პრობლემაზე დაფუძნებული
სწავლების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა.მოსწავლეებს უვითარებს თანამშრომლობით,კვლევისა
და ანალიზურ უნარებს.ზრდის მათ პასუხისმგებლობას, ამავე დროს უვითარებს სოციალურ,კოგნიტურ
და ემოციურ უნარებს.
პროექტის აქტუალობა-მოსწავლე,რომელიც
არ აკვირდება და აღიქვამს ბუნების საოცარ სილამაზეს,არ იცნობს მცენარეებს,მათ აგებულებასა
დაგამრავლებას,ვერ განასხვავებს მცენარეებს ერთმანეთისგან,ის არც ზრუნავს მათზე და
არც უფრთხილდება ბუნებას. ასევე არ ჩამოუყალიბდება ესთეტიკური უნარი. ამ პრობლემებიდან გამომდინარე
გადავწყვიტე პროექტის განხორციელება.
პროექტის მიზანი--გაეცნონ
გაზაფხულის ყვავილებსა და მათ აგებულებას.
შეძლონ
მცენარეთა განსხვავება ფერის, ფორმისა და
სახეობის
მიხედვით.
მოსწ.
შეძლონ კომპიუტერის გამოყენებით ინფორმაციის
მოძიება
მცენარეთა მრავალფეროვნებაზე.
გაეცნოს საკუთარი სიფლის ბუნებას.
პროექტის სამუშაო ვადები--აპრილი-2-გაკვეთილი.
პროექტის
ამოცანები--მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა.
ინფორმაციის
მოძიება.
მოსამზადებელი
სამუშაოების ჩატარება.
ფილმის
ჩვენება.
ჰებარიუმების
შექმნა.
კედლის
გაზეთის გამოშვება.
გამოფენის
მოწყობა.
სკოლოის
ეზოში ყვავილების გაშენება.
პირველი
გაკვეთილი.
ამოცანა 1---მინი ლექცია- (7წთ).
მიზანი--მოსწავლეებზე
მცენარეთა ნაირსახეობების გაცნობა.
ამოცანის
აღწერა--მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება მცენარეთა მრავალფეროვნებაზე, ბუნების
სილამაზეზე,ყვავილების ნაირსახეობაზე ,მოსწავლეები ყურადღებით უსმენენ მასწავლებელს,
დიდია მათი დაინტერესება.
ამოცანა 2--სლაიდის ჩვენება--(10წთ).
მიზანი-მშვენიერების
სამყაროს გაცნობა. მოზარდებში ესთეტიკური გემოვნების
ჩამიყალიბება.
ამოცანის აღწერა--მოსწავლეები ინტერესით
ადევნებენ თვალს სურათებს და აღფრთოვანებას ვერ მალავენ, ისეთი მოსწავლეებიც დაინტერესდა,
ვინც მეტნაკლებად აინტერესებდათ ბუნება და ყვავილები.
ამოცანა 3---საავტორო სკამი. (20წთ).
მიზანი-შემოქმედებითი უნარის განვითარება.
ამოცანის აღწერა--მასწავლებელი მოსწავლეებს
სთხოვს წარადგინონ მათ მიერ დაწერილი ლექსები და ჩანაწერები. ნაწილმა მოსწავლემ წაიკითხა
გამოცანები და ყვავილებზე მიძღვნილი სიმღერები.
აქტივობას ესწრებოდნენ მშობლებიც.
ამოცანა 4--საშინაო დავალება. (3წთ).
მიზანი--კვლევა-ძიების უნარის განვითარება.
ამოცანის აღწერა--მოსწავლეებმა კომპიუტერული
ტექნიკის გამოყენებით მოიძიონ ინფორმაცია გაზაფხულის ყვავილებზე, როგორც მინდვრის:(ენძელა,ია,
ყოჩივარდა,ფურისელა), ასევე ეზოს ყვავილებზე(ტიტა,ნარცისი,სუმბული).
მეორე გაკვეთილი
ამოცანა 1--საშინაო დავალების პრეზენტაცია. (10წთ).
მიზანი--მოსწავლეებმა
შეძლონ მოძიებული ინფორმაციის წარდგენა აუდიტორიის
წინაშე.
ამოცანის
აღწერა--მოსწავლეები სათითაოდ წარადგენენ თავიანთ მოძიებულ მასალებს. შეაჯამებენ და გამოაქვთ დასკვნები, რომ ბუნება მშვენიერია და
მას გაფრთხილება დ ა მოვლა სჭირდება,მის დაცვაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა თაობის
წარმომადგენელმა.
ამოცანა 2--ჰერბარიუმის დამზადება---(5წთ).
მიზანი--შემოქმედებითი
უნარის განვითარება.
ამოცანის
აღწერა--მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით შექმნიან ყვავილებისა და ფოთლებისგან
ჰერბარიუმს და განათავსებენ საკლასო ოთახში.მოაწყობენ ფერადი ქარალდებისგან დამზადებულ
ყვავილების გამოფენას.
ამოცანა 3----ცოცხალი კუთხის მოწყობა. (25წთ).
მიზანი--პრაქტიკული სამუშაოს შესრულება.
ამოცანოს აღწერა--მოსწავლეები მასწავლებლის
დახმარებით ყვავილებს ჩარგავენ ქოთნებში და სკოლის დერეფანში მოაწყობენ ცოცხალ კუთხეს.
სკოლის ეზოში კი გააშენებენ ყვავილებს ,გამოუშვებენ კედლის გაზეთს სახელწოდებით--„დავიცვათ
ბუნება“.
პროექტის მონიტორინგი
და შეფასება.
პროექტით
განსაზღვრული მიზანი მიღწეულია.
აქტივობები
გეგმის მიხედვით განხორციელდა.
აქტიური
იყო მშობლების ჩართულობა.
აქტივობებიდან
საინტერესო იყო ცოცხალი კუთხის მოწყობა.
მსვლელობისას
რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება არ მომხდარა.
შედეგი--მოსწავლეებმა შეძლეს მცენარეებზე
ინფორმაციის მოძიება.
გაეცვნენ ყვავილების მრავალსახეობასა
და მათ აგებულებას.
გამოუმუშავდათ-თანამშრომლობის,
გუნდურობის,
კვლევა-
ძიებისა და შემოქმედებითი უნარები.
რეფლექსიამე-2 კლასში განვახორციელე პროექტი-„მცენარეები და მათი მოვლა“. პროექტი განხორციელდა 2019 წლის აპრილში.
მიმაჩნია, რომ პროექტის განხორციელება საჭირო და დროული იყო, რადგან ზოგიერთი მოსწავლეები უგულოდ ეპყრობიან მცენარეებს, არ უფრთხილდებიან და არ ზრუნავენ მათზე, არ იციან მათი მოვლა და ვერ აცნობიერებენ, თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლიათ.
მოსწალვეებს მივაწოდე პროექტის განხორციელების იდეა. მოსწავლეებმა სხვადასხვა წყაროებიდან მოიძიეს საჭირო ინფორმაცია. ნაჩვენები იქნა შესაფერისი ფილმი, ჩავატარეთ აქტივობა- საავტორო სკამი, სადაც მოსწავლეებმა წაიკითხეს ყვავილებზე მიძღვნილი ლექსები და გამოცანები. ყვავილებისა და ფოთლებისაგან შექმნეს ჰერბარიუმი. მოვაწყვეთ ყვავილების ცოცხალი კუთხე. საკლასო ოთახში კი ფერადი ქაღალდებისგან გაკეთებული ყვავილების გამოფენა.
მოხერხდა დასახული მიზნების მიღწევა.პროექტი განხორციელდა გეგმის შესაბამისად.ყველაზე წარმატებული აქტივობა იყო მოსწავლეთათვის პრაქტიკული საქმიანობა-ყვავილების გადარგვა.
ამ პროექტის გნხორციელებით მოსწავლეებს გამოუმუშავდათ კვლევისა და შემოქმედებითი უნარი. პასუხისმგებლობის გრძნობა. განიმტკიცეს ბუნებისა და მცენარეებისადმი სიყვარული.
პროექტის მსვლებისას აქტივობების დამატება არ დამჭირვებია. პროექტი შედგა და მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას.
შემდგომი პროექტის ჩატარებისას გავითვალისწინებ მეტი რესურსისა და აქტივობების განხორციელებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий