вторник, 4 июня 2019 г.

ისტის გამოყენება სასწავლო პროცესში


პედაგოგები სასწავლო პროცესში ხშირად იყენებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, რათა საინტერესო და მრავალფეროვანი გახადონ საგაკვეთილო პროცესი. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაწყებით კლასებში, რადგან ამ დროს მოსწავლეებს ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე აქვთ თვალსაჩინო(ხატოვანი) მეხსიერება. ტექნოლოგიების გამოყენება კი მათ ეხმარებათ, უკეთესად აღიქვან და დაიმახსოვრონ ახალი მასალა და ინფორმაცია.
სასწავლო პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე აქვს, კერძოდ:
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლების დაწყებით საფეხურზე, როდესაც სასწავლო დისციპლინების უმეტესობა ისწავლება ინტეგრირებულად.
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას.
საინტერესო და მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებული პროგრამა “ბუკით“ სწავლა. ამ პროგრამამ შემოიტანა მოსწავლეებში ხალისი და მოტივაცია, რაც დადებითად ისახება მათ მიღწევებსა და შედეგებში. ბუკით სწავლების შემთხვევაში მოსწავლეს საშუალება ეძლევა ახალი ინოვაციური მეთოდებით ისწავლოს ახალი მასალა.
სწორედ “ბუკით სწავლებამ” მომცა საშუალება მეკეთებინა ჩემი მოსწავლეებისათვის საინტერესო და სახალისო დავალებები, რაშიც იგულისხმება კროსვორდები, რებუსები, ცხრილები, ტესტები, ანიმაციური ელექტრონული წიგნები.
25. 10.2018
თემა: რიცხვების შედარება
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ 1-დან 100-მდე რიცხვების ჩაწერა წაკითხვა და მათი შედარება; ისტის გამოყენებით კომპიუტერში აკეთებენ სახალისო დავალებებს თემის შესაბამისად.


საგანი
მათემატიკა
კლასი
მე-2
მოსწ.რაოდ.
6
ჩატარების დრო
25 ოქტომბერი.
გაკვ. თემა
რიცხვების შედარება.
გაკვ. მიზანი
მათემატიკა-შეძლონ: 1).1-დან 100-მდე რიცხვების ჩაწერა -წაკითხვა.
                2)ერთნიშნა და ორნიშნ რიცხვების შედარება.
                3).მათი დალაგება ზრდისა და კლების მიხედვით.
                4).თვლა და უკუთვლა.


ისტ-ი. შეძლონ   სხვადასხვა მოქმედებებისა და ტესტური სავარჯიშოების შესრულება.
                

ე.ს.გ. სტანდარტები












წინარე ცოდნა უნარ-ჩვევები.




ორგ. ფორმა



რესურსი



მოსალოდნელი შედეგი
მათემატიკა--||-1.მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვი, რიცხვითი სახელები და რაოდენობები.
მათ||-4.  შეუძლია შეაფასოს და  შეადაროს  რაოდენობები 100-ის ფარგლებში.
მათ||-5.  შეძლოს რიცხვების გამოყენება ამოცანების ამოხსნისას.

ისტ-ი|| 3.  პროდუქტების შექმნის საშუალებების ფლობა.

                        პასუხიმგებლობის გაზიარება მუშაობის პროცესში.



ბავშვებმა იციან შეკრება- გამოკლების მოქმედებების შესრულება ეტაპობრივად. რიცხვების თანრიგებად დაშლა. შეუძლიათ მრგვალი რიცხვების შედარება.


ინდ.  მთელი კლ.   ჯგუფური.



სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული. კომპიუტერი. თაბახის ფურცლები. ცხრილი. მარკერები.


     საგნის საფეხურის შესაბამისი ცოდნა.
     ცოდნის ტრანსფერი.
     პრეზენტაცია.



აქტივობა  1-მოტივაცია  3(წთ)

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს კომპიუტერში შეასრულონ რამდენიმე მასწავლებლის მიერ შეთავაზებული სახალისო   მოქმედებებია შესასრულებელი.
მოსწავლეები ხალისით ასრულებენ დავალებას.


აქტივობა 2--წინარე ცოდნის გააქტიურება.  (5წთ).

მოსწავლეები გაიხსენებენ ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვებს. დაასახელებენ უმცირეს და უდიდეს ორნიშნა რიცხვებს.


  აქტივობა  3--ცოდნის განმტკიცება.  (10წთ).

კომპიუტერში მოქმედებების შესრულება სხვადასხვა სახალისო პროგრამიდან. მასწავლებელი თვალ-ყურს ადევნებს თითოეული მოსწავლის მუშაობას.

აქტივობა 4--ჯგუფური მუშაობა (15წთ).
მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს უგზავნის დავალებებს.
           1 ჯგუფი-მოსწავლეებმა უნდა დაალაგონ წესის მიხედვით არეული რიცხვები.

            2 ჯგუფი- მოცემულია მაგალითები და მოსწავლეებმა უნდა მოძებნონ პასუხები და დასვან შესაფერის მაგალითის ბოლოს.
                თითოეული ჯგუფის ლიდერი წარადგენს კომპიუტერის მეშვეობით შესრულებულ საკითხებს.

             აქტივობა 5-ინდივიდ. სამუშაო.  (3წთ).
             მასწავლებელი მოსწავლეებს უგზავნის მარტივ ტესტებს. მოსწავლეები ინდივიდუალურად ასრულებენ ბუკებში დავალებას და უგზავნიან მასწავლებელს.   ხდება ნამუშევრის შეფასება.

            აქტივობა  6- საშინაო დავალება. (2წთ).

                ბუკებში იმუშაონ მაგალითებზე და მარტივი ამოცანების შესრულებაზე.
             აქტივობა  7-გაკვეთილის შეფასება. მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასებით.













20. 11. 2018 
თემა: შინაური ფრინველები და მათი ნაშიერები
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს შინაური ფრინველებისა და მათი ნაშიერების ამოცნობა დახასიათება 


საგანი
ბუნება
კლასი
2
მოსწ. რაოდენობა
6
ჩატ. დრო
7 თებერვალი
გაკვეთილის თემა
ამინდი და წელიწადის დროები.
მიზანი
ბუნებაში-მოსწავლეებმა შეძლონ წელიწადის დროებსა  და ამინდებს შორის კავშირის დადგენა.
მოვლენების ილუსტრაციაზე ამოცნობა,აღწერა და დახასიათება.
საჭირო მონაცემების  შეგროვება და ჩანიშვნა.

ისტის გამოყენებით-მოსწავლეები დაალაგებენ წელიწადის დროებიუს სურათებს.
გააკეთებენ ჩანახატებს.
ესგ სდანტ.
ბუნება||.1.  მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.

ბუნება||.3.  მოსწავლემ უნდა შეძლოს ორგანიზმებისთვის გარემოს მნიშვნელობაზე მსჯელობა.

ისტის ტექნოლოგია-მოსწავლემ უნდა შეძლოს ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
შეძლოს მუშაობის პროცესში პასუხისმგებლობის გაზიარბა.

გაკ. მსვლელობა.

აქტივობა-1.  საორგ.საკითხები.   2.წთ.
მეთოდი-ვერბალური.
ორგ. ფორმა-მთ.კლასი.

აქტივობა-2.  წინარე  ცოდნის გააქტიურება.   3-წთ.
მეთოდი-კითხვა -პასუხი.

აქტ. მიზანი-მოსწავლეებმა გაიხსენონ წელიწადის დროები  და ჩამოთვალონ თვეები.
აქტ. აღწერა-მასწავლწბელი დაფაზე ხატავს აზროვნების რუკას- წელიწადის დროები და მოსწავლეებს უსვამს მატრივ შეკითხვებს.  (რამდენი დროა წელიწადში?  რამდენი თვეა თითოეულ დროში?  სულ რამდენი თვეა წელიწადში?)

აქტივობა-2-ცოდნის კონსტრუირება.—20 წთ.
მეთოდი- გრაფიკულ მაორგანიზებელი.
მთ. კლასი. ინდ.


აქტივობის მიზანი-წელიწქდის დროების დახასიათება თვეებისა და ამინდის ცვლილებების მიხედვით.

აქტივობის მსვლელობა-მასწ. მოსწავლეებს უჩვენებს პროექტორის საშუალებით წინასწარ მომზადებულ ვიდეოს წელიწადის დროების შესახებ.
 მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული ვიდეოს განხილვაში.
ნანახის საფუძველზე დაფაზე გაკრულფორმატის ფურცელზე მიაკრავენ ფოტოებს შესაბამის დროებთან.

აქტივობა-3.  ისტის გამოყენება.   5-წთ.

მეთოდი-პრაქტ. სამუშაო.
ორგ. ფორმა-ინდ.

აღწერა-ისტის გამოყენებით მოსწავლეები დაალაგებენ ჩემს მიერ გაგზავნილ სურათებს დროების მიხედვით.

აქტივობა-4. დავალება.  3 წთ.
ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია წელიწადის დროების მიხედვით ადამიანთა საქმიანობის შესახებ.

აქტივობა-5     7 წთ
მიზანი-მოსწავლეები შეძლებენ მიღებული ცოდნის შეჯამება -განმტკიცებას.

აქტ. მსვლელობა-მოსწავლეები აკეთებენ თვითშეფასებას.  მასწავლებელი ახდენს გაკვეთილის შეჯამება-შეფასებას.შეფასებისას გათვალისწინებული იქნება-მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო  პროცესში, ჩართულობა და პასუხისმგებლობა.





გაკვეთილზე გამოყენებული რესურსი რითაც მოსწავლეებმას სეძლეს ზრდასრული ფრინველის დაწყვილება მათ ნაშიერთან





10.12.2018
თემა: გეომეტრიული ფიგურები
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ გეომეტრიული ფიგურების აღწერა და ისტ-ის გამოყენებით შეძლონ გეომეტრიული ფიგურების შექმნა

საგანი
მათემატიკა.
კლასი
მე-2
მოსწ. რაოდ.
6
ჩატ. დრო
10-დეკემბერი
გაკვეთილის თემა
გეომეტრიული ფიგურები
გაკვ. მიზანი
მათემატიკა-მოსწავლეებმა შეძლონ გეომეტრიული ფიგურების დასახელება და აღწერა.
ფიგურების ზომების განსაზღვრა და შედარება.

ისტ-ის გამოყენებით მოსწავლეებმა შეძლონ მასწავლებლის დახმარებით სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების შექმნა.
შეძლონ დალაგება ზომების მიხედვით,  გვერდებისა და წვეროების  დაფიქსირება.



კავშირი ე.ს გ.
მათ-||  8-მოსწავლეს შეუძლია თვისებრივი და რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება ფიგურების აღსაწერად.
მათ||. 9-გარემოში ორიენტირება და ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღწერა.
მათ||. 10-შუძლია ფიგურათა ზომების შედარება და დალაგება.

ისტ-ი  --ისტის პროდუქტების შექმნის საშუალებების ფლობა.
იყენებს სახატავ და ტექსტურ რედაქტორებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას.



წინარე ცოდნა  და უნარ -ჩვევები
ტექსტის შედეგის საფუძველზე მასწავლებელი ადგენს მოსწავლეების იმ წინარე ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომელიც საჭიროა ახალი საკითხის შესასწავლად და შეამზადებს მათ.





ოგანიზ.ფორმა

რესურსი



მოსალოდნელი შედეგები









გაკვეთილის მსვლელობა












მთელი კლასი.ინდ. ჯგუფური.

სახელმძღვანელო.სამუშ.რვეული.კომპიუტერი.სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების მოდელები.


მათ-ადარებს და აჯგუფებს ბრტყელ ფიგურებს.
განსაზღვრავს ფიგურის შიდა და გარე არეებს.
უთითებს საერთო საზღვრის მქონე ფიგურების საერთო გვერდებსა და წვეროებს.

ისტ-ი---იცავენ უსაფრთხოების წესებს.

შეუძლიათ სხვადასხვა ინფორმაციისა და მასალების მოძიება.
კომპიუტერის საშუალებით თავად ქმნიან ნახაზებსა თუ გეომეტრიულ ფიგურებს სხვადასხვა ზომისა და ფორმის მიხედვით.


აქტივობა 1-მზაობა გაკვეთილისთვის.  ( 3წთ)
გაკვეთილი იწყება სადიაგნოსტიკო ტესტით, რომლის მიზანია განსაზღვროს მოსწავლეების მზადყოფნა ახალი მასალის ასათვისებლად.

აქტივობა 2. წინარე ცოდნა.    (4წთ)

მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს ,მაგიდაზე დალაგებულ გეომეტრიულ მოდელებს, სთხოვს შეძლებისდა გვარად ამოიცნონ და დაასახელონ მათი სახელწოდება. შეადარონ ფიგურები ერთმანეთს.


აქტივობა 3. ფიგურების ამოცნობა-(10წთ).
მასწავლებელი დაფაზე ხაზავს გეომეტრიულ ფიგურებს:სამკუთხედს, ოთკუთხედს, ხუთკუთხედსა და ექვსკუთხედს,წინასწარ გამზადებულ ბარათზე  წერია: 3,4,5,6, რიგრიგობით გამოიძახებს ბავშვებს, სთხოვს ბარათების ამობრუნებას და დაფაზე დახაზული ფიგურებიდან გადახაზონ ის , რომლის გვერდების ა და წვეროების რაოდენობა შეესაბამება ბარათზე დაწერილ რიცხვს.ბოლოს  სვამს კითხვას-თქვენი აზრით რატო არ დავხაზე წრე? (წრეს წვერო არააქვს).

აქტივობა 4-ინდ.სამუშაო.     10(წთ).

მოსწავლეები კომპიუტერში თავად ქმნიან გეომეტრიული ფიგურების ნახაზებს,აფერადებენ მათთვის სასურველი ფერებით.მასწავლებელი თვალ-ყურს ადევნებს მოსწავლეების მუშაობას და საჭიროების შემთხვევაში აძლევ სათანადო ინსტრუქციას.


აქტივობა  5.  ჯგუფური მუშაობა.     8(წთ). კლასის მართვის პროგრამა.

მასწავლებელი მოსწავლეებს ინტერნეტით უგზავნის ტესტურ დავალებას, სადაც მოცემულია ღია და დახურული კითხვები.
მოსწავლეები ხალისით ასრულებენ ტესტებს და სამუშაოს დამთავრების შემდეგ პასუხებს უგზავნიან მასწავლებელს, ხდება მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასება.

აქტივობა 6.საინაო დავალება.   2(წთ).

ბუკებში იმუშაონ სხადასხვა გეომეტრიული ფიგურების მოძიება- შედგენაზე და შექმნან ნახატები გეომეტრიული ფიგურების მეშვეობით.

აქტივობა 7. გაკვეთილის შეფასება.   3(წთ).
შეფასებისას გათვალისწინებული იქნება მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში,შემოქმედებითი უნარი.














         















07.02.2019
თემა: ამინდი და წელიწადის დროები
მიზანი: მოსწავლეებმა ისტის გამოყენებით შეძლონ წელიწადის დროების სურათების დაწყობა

ისტ-ის გამოყენება სასაწავლო პროცესში.
საგანი
ბუნება
კლასი
2
მოსწ. რაოდენობა
6
ჩატ. დრო
7 თებერვალი
გაკვეთილის თემა
ამინდი და წელიწადის დროები.
მიზანი
ბუნებაში-მოსწავლეებმა შეძლონ წელიწადის დროებსა  და ამინდებს შორის კავშირის დადგენა.
მოვლენების ილუსტრაციაზე ამოცნობა,აღწერა და დახასიათება.
საჭირო მონაცემების  შეგროვება და ჩანიშვნა.

ისტის გამოყენებით-მოსწავლეები დაალაგებენ წელიწადის დროებიუს სურათებს.
გააკეთებენ ჩანახატებს.
ესგ სდანტ.
ბუნება||.1.  მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.

ბუნება||.3.  მოსწავლემ უნდა შეძლოს ორგანიზმებისთვის გარემოს მნიშვნელობაზე მსჯელობა.

ისტის ტექნოლოგია-მოსწავლემ უნდა შეძლოს ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
შეძლოს მუშაობის პროცესში პასუხისმგებლობის გაზიარბა.

გაკ. მსვლელობა.

აქტივობა-1.  საორგ.საკითხები.   2.წთ.
მეთოდი-ვერბალური.
ორგ. ფორმა-მთ.კლასი.

აქტივობა-2.  წინარე  ცოდნის გააქტიურება.   3-წთ.
მეთოდი-კითხვა -პასუხი.

აქტ. მიზანი-მოსწავლეებმა გაიხსენონ წელიწადის დროები  და ჩამოთვალონ თვეები.
აქტ. აღწერა-მასწავლწბელი დაფაზე ხატავს აზროვნების რუკას- წელიწადის დროები და მოსწავლეებს უსვამს მატრივ შეკითხვებს.  (რამდენი დროა წელიწადში?  რამდენი თვეა თითოეულ დროში?  სულ რამდენი თვეა წელიწადში?)

აქტივობა-2-ცოდნის კონსტრუირება.—20 წთ.
მეთოდი- გრაფიკულ მაორგანიზებელი.
მთ. კლასი. ინდ.


აქტივობის მიზანი-წელიწქდის დროების დახასიათება თვეებისა და ამინდის ცვლილებების მიხედვით.

აქტივობის მსვლელობა-მასწ. მოსწავლეებს უჩვენებს პროექტორის საშუალებით წინასწარ მომზადებულ ვიდეოს წელიწადის დროების შესახებ.
 მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული ვიდეოს განხილვაში.
ნანახის საფუძველზე დაფაზე გაკრულფორმატის ფურცელზე მიაკრავენ ფოტოებს შესაბამის დროებთან.

აქტივობა-3.  ისტის გამოყენება.   5-წთ.

მეთოდი-პრაქტ. სამუშაო.
ორგ. ფორმა-ინდ.

აღწერა-ისტის გამოყენებით მოსწავლეები დაალაგებენ ჩემს მიერ გაგზავნილ სურათებს დროების მიხედვით.

აქტივობა-4. დავალება.  3 წთ.
ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია წელიწადის დროების მიხედვით ადამიანთა საქმიანობის შესახებ.

აქტივობა-5     7 წთ
მიზანი-მოსწავლეები შეძლებენ მიღებული ცოდნის შეჯამება -განმტკიცებას.

აქტ. მსვლელობა-მოსწავლეები აკეთებენ თვითშეფასებას.  მასწავლებელი ახდენს გაკვეთილის შეჯამება-შეფასებას.შეფასებისას გათვალისწინებული იქნება-მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო  პროცესში, ჩართულობა და პასუხისმგებლობა.

















მოსწავლეების მიერ შექმნილი რესურსი

            
გაზაფხული


ზ ა მ თ ა რ ი


შ ე მ ო დ გ ო მ ა

                                                                   

                                                                   ზაფხული



15. 03. 2019 წ

საგანი
მათემატიკა
მასწ.
ნანა ადამია
კლასი
მე-2
მოსწ. რაოდ.
6
გაკვ.ხანგრძლივობა
40 წთ.
ჩატ.დრო
15 მარტი
გაკვ.თემა
პიქტოგრამა
გაკვეთილის მიზანი







წინარე ცოდნა

გაკვეთილის ატუალობა



სტანდატრი ე.ს.გ.











ორგ.ფორმა


რესურსი



მოსალოდნელი შედეგი
მათემატიკა--მოსწ.შეძლოს სიტყვიერად აწეროს პიქტოგრამა.
                        რომელშიც ერთი სიმბოლო შეესაბამება
                        ერთ მონაცემს ან მონაცემთა წყვილს.


ისტ-ის გამოყენებით შეძლოს ცხრილისა და ნახატის
                    დახასიათება და დიაგრამის აღწერა.


მოსწავლეები ფლობენ ინფორმაციას პიქტოგრამის შესახებ.


მოსწავლეები გაკვეთილის შემდეგ კიდევ უფრო გაიმდიდრებენ ცოდნას აღნიშნულ თემაზე და გამოიყენებენ პრაქტიკულ საქმიანობაში.


მატ.||-12.   მოსწავლეს შეუძლიათ ვისებრივ მონაცემების მოწესრიგება.
მათ.||-13.   მოსწავლეს შეუძლია თვისებრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია.

ისტი--||-3.მოსწ.შეუძლია პროდუქტების შექმნის საშუალებების ფლობა.
                   პასუხისმგებლობის გაზიარება მუშაობის პროცესში.
                  


ინდ. მთელი კლასი. ჯგუფური.


სახელმძვანელო,სამუშ. რვეული,კომპიუტერი, სურათები. თაბახის ფურცლები. მარკერები.


1). აღწერს პიქტოგრამას სიმბოლოებითა და მონაცემებით.

2). შეუძლია ცხრილისა და ნახატის მიხედვით სავარჯიშოების შესრულება.


   3).მოსწავლეებს განუვითარდათ აზროვნების უნარი.


ისტის გამოყენებით კომპიუტერში თავად ქმნიან პიქტოგრამასა და დიაგრამას.


                    გაკვეთილის მსვლელობა
                 

აქტივობა  1--წინარე ცოდნის გააქტიურება.(3წთ)

                 მასწავლებელი ადგენს მოსწავლეების იმ წინარე ცოდნასა და უნარებს რომელიც საჭიროა ახალი მასალის შესასწავლად.

აქტივობა 2-- მუშაობა კომპიუტერში.   (25წთ)

მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით კომპიუტერში ქმნიან ნახატებსა და დიაგრამებს. აღწერენ და მსჯელობენ თითოეულის შესახებ, თუ რა დანიშნულება აქვს ნახატს  და რა დანიშნულება დიაგრამას.

                 აქტივობა  3--ჯგუფური მუშაობა.—(7წთ)

კლასი იყოფა ჯგუფებად .თითოეულ ჯგუფს ეძლევა  დავალებები.შემდეგ ხდება პრეზენტაცია.

                    აქტივობა 4--საშ. დავალება.(2წთ)

ცოდნის განმტკიცების მიზნით მოსწავლეებმა ბუკებში იმუშაონ პიქტოგრამის შედგენაზე.
                აქტივობა  5--გაკვეთილის შეფასება.(3წთ)

მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს განმავითარებელი შეფასებით.





რეფლექსია

2019 წლის 15 მარტს ჩავატარე გაკვეთილი მათემატიკაში. გაკვეთილის თემა იყო-პიქტოგრამა. გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესი განხორციელდა წესის შესაბამისად. გაკვეთილი ძალიან საინტერესო იყო,გაამართლა ჩემი მოლოდინები. პროცესი წარიმართა ისტის გამოყენებით. რაც ხელს უწყობს მასალის უკეთ ათვისება და გააზრებაში.
                         ისტ-ის გამოყენება და მისი მეშვეობით შექმნილი რესურსები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს აქტიურად ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში. განურჩევლად მათი  გონებრივი  შესაძლებლობებისა.მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით ელქტრონულად შექმნეს პიქტოგრმა და დიაგრამები. გაკვეთილზე ყველა მოსწავლე იყო ჩართული. ელექტრონული სისტემის განვითარება,ხელს უწყობს მასწავლებელს მასალის მარტივად  და გასაგებად ახსნაში.
                შემიძლია ვთქვა ,რომ აუცილებელია გაკვეთილზე სრულყოფილი გეგმით შესვლა სადაც გათვალისწინებულია მიზნები და შედეგები.
                ჩატარებული გაკვეთილიდან  გამომდინარე, ჩემი მიზანია მოსწავლეებს მეტად განუვითარო თავიანთი ცოდნის წარმოჩენის უნარი. თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარი.
ამავე გაკვეთილის ჩატარებისას გავითვალისწინებ მოსწავლეთა  უფრო მეტ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში. უფრო მეტი აქტივობების ჩატარებას ისტ-ის მეშვეობით, მეტი საიტების ძიებასა და ინფორმირებულობას.


23. 04. 2019 წ

საგანი
ბუნება
თემა
მცენარეები და მათი ნაწილები
კლასი
მე-2
მოსწ. რაოდ.
6
ჩატ.დრო
23-აპრილი
გაკვეთილის მიზანი
ბუნება--მოსწ. შეძლონ მცენარის  გარეგანი ნაწილების ამოცნობა და დახასიათება.
სხვადასხვა მცენარის ნაწილებს შორის არსებული
მზგავსება-განსხვავების დაფიქსირება.
მოსწ. შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში
მონაწილეობა.
ისტ-ი:    ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია
               მცენარეების სესახებ.
               ისტ-ის გამოყენებით შეძლონ სხვადასხვა
               აქტივობების ჩატარება.
კავშირი ე.ს.გ.
ბუნება-||-1.მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ
                 აქტივობებში  მონაწილეობა და ელემენტალური
                 კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.

ბუნება||-2-მოსწავლემ უნდა შეძლოს სიცოცხლის ძირითადი
                    ნიშნების ამოცნობა.
საჭირო მასალა


გაკვეთილის მსვევობა
სახელძღვანელო, სამუშ. რვ.ლუპა, კომპიუტერი, თაბახის ფურც. მარკერები.


აქტივობა 1--წინარე ცოდნის გააქტიურება.   (3წთ).

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ჩამოთვალონ მცენარის ნაწილები, იპოვონ განსხვავება მცენარის აგებულებას შორის.

აქტივობა-2-მცენარის ნაწილებზე დაკვირვება.  (10წთ).

მასწავლებელს მოსწავლეები ორგანიზებულად გაყავს სკოლის ეზოში, სადაც ბალახოვანი და ბუჩქოვანი მცენარეებია, მოსწავლეები ყურადღებით აკვირდებიან და შეისწავლიან საკვლევ მცენარეს, რაშიც მათ მასწავლებლის მიზანმიმართული კითხვები ეხმარება.

აქტივობა 3-ისტ-ით მუშაობა.  (პოვენპოინტი)  (10წთ).

მოსწავლეები კომპიუტერში მუშაობენ და ქმნიან მცენარის სურათებს სადაც ასახულია მცენარის ნაწილები--ფესვი, ღერო, ფოთოლი და ყვავილი.

აქტივობა 4--სლაიდ-შოუს ჩვენება.   (7წთ).

მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს სლაიდებსა და ვიდო რგოლს, სადაც გადმოცემულია მცენარეებისა და ყვავილების ნაირსახეობა.მოსწავლეები ინტერესით აკვირდებიან და გამოაქვთ დასკვნები.

                                     http.//www.youtube.com/


აქტივობა  5--პრაქტიკული სამუშაო.     (5წთ).

მასწავლებელი წყვილებს ურიგებს თითო ლუპას და უხსნის ამ ხელსაწყოს დანიშნულებას, შემდეგ სთხოვს ყურადღებით დაათვალიერონ ლუპით მასალა,(ფოთოლი) და არწერონ ის.

აქტივობა  6--საშ. დავალება.    (2წთ).
მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია სხვადასხვა ადგილას გავრცელებულ  მცენარეებზე და გააკეთონ ჩანაწერები.

                                                                                              



აქტივობა  7--შეფასება და თვითშეფასება.    (3წთ).

მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს განმავითარებელი შეფასებით.






Комментариев нет:

Отправить комментарий