პროექტის
სახელწოდება-გარემოს დაცვა.
პროექტის
ხელმძღვანელი-ნ. ადამია.
მიზნობრივი
ჯგუფი-მე-2 კლ.
პროექტის
ხანგრძლივობა--ერთი თვე .(მაისი).
პრობლემა-ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრობლემას
წარმოადგენს წყლისა და ჰაერის დაბინძურება, ისევე როგორც ტრანსპორტით გამოწვეული ხმაურისა
და გამონაბოლქვის პრობლემა.
პროექტის აქტუალობა-გარემოს
დაცვის პრობლემა არ კარგავს თავის აქტუალობას,ჩვენთვის მასწავლებლებისათვის უმნიშვნელოვანესია
დავანახოთ ჩვენს აღსაზრდელებს, როგორ გავლენას
ახდენს ადამიანის საქმიანობა ბუნებაზე. რა ცვლილებებს იწვევს ის გარემოში. მიმაჩნია,
რომ სწორედ ადრეულ ასაკში უნდა მოხდეს იმ სასიცოცხლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება,რათა
მომავალში მათი გამოყენება თითოეული მათგანის მოთხოვნილებად იქცეს. მოსწავლემ უნდა
გააცნობიეროს, რომ გაჩეხილი ტყეები, უკონტროლოდ დაყრილი საყოფაცხოვრებო ნაგავი, სერიოზულ საფრთხეს უქმნის დედამიწას,ადამიანებს,მთელ
ფლორასა და ფაუნას.აუცილებელია ამ მიმართულებით მოსახლეობის ინფორმირებულობა. სამოქალაქო
საზოგადოების აქტიურობა, რათა გავუმკლავდეთ ამ სერიოზულ პრობლემას.,
პროექტის მიზანი--1).მოსწავლეებს
უნდა განუვითარდეთ ნეგატიური
დამოკიდებულება
დანაგვიანებული გარემოსადმი.
2).მოსწავლეებმა
უნდა შეძლონ ჯანმრთელობისთვის
სუფთა
გარემოს აუცილებლობის გაცნობიერება.
3).სხვადასხვა
წყაროდან ინფორმაციის მოძიება და
შეგროვება.
4).უსაფრთხოების
წესების დაცვით პრაქტიკულ
აქტივობებში
მონაწილეობა.
5).საყოფაცხოვრებო
და სხვა ტიპის ნარჩენებით
დაბინძურების
შედეგებზე მსჯელობა.
პროექტის ამოცანები: მოსწავლეთათვის იდეის მოწოდება.
მოსამზადებელი
სამუშაოების ჩატარება.
ინფორმაციის
მოძიება.
ფილმის ჩვენება.
გარემოს დასუფთავების
აქცია.
კედლის გაზეთის გამოშვება.
პრეზენტაცია.
ამოცანა 1--საინფორმაციო შეხვედრა. 6-მაისი.
მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს
პროექტის განხორციელების იდეას,მოსწავლეები თანხმდებიან შემოთავაზებულ წინადადებას.მშობლებთან
ერთად გეგმავენ შესასრულებელ საკითხებს.
ამოცანა 2--გონებრივი იერიში--რა არის ეკოლოგია.
მიზანი-მოსწავლეებმა
შეძლონ ჩამოთვალონ ეკოლოგიის გამომწვევი მიზეზები.
ამოცანის აღწერა--მასწავლებელი
დაფაზე ხაზავს წრეს,რომლის შუა გულში წერია სიტყვა“ეკოლოგია“.შემდეგ კი სთხოვს მოსწავლეებს
შეძლებისდაგვარად წარმოადგინონ მათი აზრით რას ნიშნავს იგი.მასწავლებელი აფიქსირებს
ყველა პასუხს,საბოლოოდ კი თავად ხსნის ტერმინის მნიშვნელობას.
ამოცანა 3---მინი ლექცია-„დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“ 10-მაისი.
მიზანი-მოსწავლეებს მივაწოდოთ და გავაცნოთ
ინფორმაცია საქართველოს ბუნების მრავალფეროვნებაზე.
ამოცანის აღწერა-მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება ბუნების მშვენიერებაზე, მისი
სარგებლიანობის შესახებ. ბუნება სიცოცხლისათვისძალიან მნიშვნელოვანია, მარტო სიცოცხლისთვის
კი არა,ის ალამაზებს სამყაროს, სამწუხაროდ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ ბუნებას
დიდი საფრთხე ემუქრება, ადამიანები ანაგვიანებენ მას,ის არ ფიქრობს თუ რა შეიძლება
მოყვეს ბუნების დაბინძურებას. ვისაც უყვარს ბუნება,ერთად უნდა ვიბრძოლოთ მის გადასარჩენად.
გარემოს დაბინძურების
ერთ-ერთი ფაქტორი დასახლებულ პუნქტებთან ახლოს არსებული ნაგავსაყრელებია, რომლებიც
იწვევს ანტისანიტარიას, ანტისანიტარია კი წარმოშობს ინფექციურ დაავადებებს. ამ პრობლემას
მოსახლეობა სახელმწიფოს დახმარების გარეშე ვერ
გადაჭრის. დაიცვა გარემო ნიშნავს, იზრუნო
საკუთარ ჯანმრთელობაზე.
ამოცანა 3---ფილმების ჩვენება-გარემოს დაბინზურებაზე და
ეკოლოგიაზე. 14--მაისი.
მიზანი-ყურადღების კონცენტრირება.პრობლემის
აღმოჩენა.
ამოცანის აღწერა---მოსწავლეები
ყურადღებით აკვირდებიან ვიდეოში გადმოცემულ სიტუაციას.მსჯელობენ არსებულ პრობლემზე
და გამოაქვთ დასკვნები.
ამოცანა 4--- საშინაო დავალება--ინტერვიუ ოჯახის წევრებთან.
მიზანი-კვლევა-ძიების განვითარება.
ამოცანის აღწერა--მოსწავლეებს ევალებათ
ოჯახის უფროს წევრებთან ინტერვიუს აღება.კითხვების შინაარსი ასეთია: 1).რა შეიცვალა ჩვენს სოფელში შენი ბავშვობიდან
დღემდე? 2).მოგწონს თუ არა ცვლილებები? რატომ?
ამოცანა 5----საშინაო დავალების პრეზენტაცია. 17-მაისი.
მიზანი-მოსწავლეებმა შეძლონ მოძიებული
ინფორმაციის წარდგენა აუდიტორიის წინაშე.
ამოცანის აღწერა--მოსწავლეები წარადგენენ
მოძიებულ ინფორმაციას.მსჯელობენ და გამოაქვთ თავიანთი მოსაზრებები,რომ ადამიანებმა
უნდა დააფასონ ბუნების სილამაზე, აუცილებელია გვქონდეს სუფთა ჰაერი და ჯანსაღი ატმოსფერო.
ამოცანა 6---პრაქტიკული საქმიანობა. გარემოს დასუფთავება. 20-მაისი.
მიზანი-მოსწავლეთა წვლილის შეტანა
გარემოს სისუფთავეზე, პასუხიმგებლობის გრძნობის
ჩამოყალიბება.
ამოცანის აღწერა-მასწავლებელს მოსწავლეები
გაყავს სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე,სადაც დაასუფთავებენ სხვადასხვა ნივთებით დაბინძურებულ
მიდამოს.მოსწავლეები აღჭურვილნი არიან საჭირო ინვენტარით.(ხელთათმანი,ქუდები,ჩასაყრელი
ტომრები)
ამოცანა 7---კედლის გაზეთის გამოშვება. 22-მაისი.
მიზანი--მოსწავლეთა შემოქმედებითი
უნარის გამვითარება.
ამოცანის აღწერა-მოსწავლეები მასწავლებლის
დახმარებით შექმნიან და გამოუშვებენ კედლის გაზეთს დევიზით: „დავიცვათ ბუნება“ და გააკრავენ თვალსაჩინო ადგილას.
ამოცანა 8--პროექტის პრეზენტაცია--24 მაისი.
მიზანი--- პროექტის მუშაობის შეჯამება.
ამოცანის აღწერა-მასწავლებელი მოსწავლეებთან
და მშობლებთან ერთად აჯამებს მთელი თვის გაწეულ
მუშაობას.იმსჯელებენ რამდენად მოახერხეს პრობლემის მოგვარება, საზოგადოების ინფორმირება.
პროექტის მონიტორინგი: პროექტით განსაღვრული
მიზანი მიღწეულია.
აქტივობები
გეგმის მიხედვით განხორციელდა.
საინტერესო
იყო გარემოს დასუფთავების აქცია.
პროექტი
მდგრადია და ის მომავალშიც
გააგრძელებს
მუშაობას.
შედეგი--1). მოსწავლეებმა
შეძლეს სხვადასხვა წყაროებიდან
ინფორმაციის
მოძიება.
2)განუვითარდათ
ნეგატიური დამოკიდებულება
გარემოსადმი.
3).კვლევა-ძიებისა
და შემოქმედებითი უნარი.
რეფლექსია
მე-2 კლასში განვახორციელე პროექტი-გარემოს
დაცვა. პროექტის განხორციელება დავიწყე 2019 წლის მაისში.
მოსწავლეებს მივაწოდე
პროექტის განხორციელების იდეა.მშობლებთან ერთად შევიმუშავეთ ჩასატარებელი საკითხები.
მიმაჩნია რომ ამ პროექტის ჩატარება იყო დროული და მიზანმიმართული.
მოსწავლეებმა
გაიგეს სიტყვა ეკოლოგიის მნიშვნელობა, მოიძიეს ინფორმაცია,გამოკითხეს უფროსები.მოაწყვეს
სოფლის ერთ-ერთი უბნის ტერიტორიის დასუფთავება.
ნაჩვენები იქნა
ფილმი გარემოს დაბინძურებაზე. მოსწავლეებმა ისაუბრეს აღნიშნული პრობლემის შესახებ.
შევქმენით კედლის გაზეთი-„დავიცვათ ბუნება“.
ბოლოს შეჯამდა პროექტის მუშაობა.
პროექტის მსვლელობისას მოხერხდა
დასახული მიზნის მიღწევა. აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად. მშობლები აქტიურად
იყვნენ ჩართული პროექტში. განსაკუთებით საინტერესი იყო გარემოს დასუფთავების აქცია.
პატარები ხალისით ასუფთავებდნენ ტერიტორიას.
მოსწავლეებს განუვითარდათ ნეგატიური დამოკიდებულება დანაგვანებულ გარემოსადმი.
განუვითარდათ კვლევა-ძიებისა და შემოქმედებითი უნარები.
პროექტის მსვლელობისას არ შექმნილა
საჭიროება აქტივობების დამატების და გეგმის მოდიფიცირების. პროექტი გააგრძელებს მუშაობას,
რადგან გარემოს დაცვაზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის ვალია და ეს საკითხი ყოველთვის აქტუალური
იქნება.
მომავალ პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინებ
უფრო მრავალფეროვანი აქტვობების ჩატარებას. მეტი რესურსების გამოყენებას და საზოგადოების
აქტიურ ჩართულობას.