საგანი |
მათემატიკა |
კლასი |
მე-4 |
მოსწ.რაოდენობა |
6 |
სსსმ. |
1 |
ჩატ.დრო |
|
გაკვეთილის თემა |
გეომეტრიული ფიგურები. |
გაკვეთილის მიზანი |
მოსწვლეებმა შეძლონ გეომეტრიული ფიგურების დასახელება, აღწერა და
პერიმეტრის გაზომვა. ზომების განსაზღვრა
და შედარება. |
კავშირი ე.ს.გ წინარე ცოდნა და უნარ- ჩვევები. ორგანიზ.ფორმა რესურსი მოსალოდნელი შედეგები |
მათემატიკა-4. 8მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი
ნიშნების გამოყენება ფიგურების აღსაწერად. მათ-4. 9გარემოში
ორიენტირება და ობიექტთა ურთიერტგანლაგების აღწერა. მათ-4.
10 შეუძლია ფიგურათა ზომების გამოთვლა,
შედარება და დალაგება. სსსმ--მოსწ.
შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა და დახაზვა. განარჩევს მათ ზომისა
და ფორმის მიხედვით. ტექსტის შედეგის საფუძველზე მასწავლებელი ადგენს მოსწავლეებთან
იმ წინარე ცოდნასა და უნარ-ჩვევებს,რომელიც საჭიროა ახალი საკითხის შესასწავლად და
შეამზადებს მათ. მთელი კლასი; ინდივიდუალური. სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული,კომპიუტერი, სხვადასხვა
გეომეტრიული ფიგურების მოდელები. ადარებს და აჯგუფებს ბრტყელ ფიგურებს, განსაზღვრავს
ფიგურის შიდა და გარე არეებს.უთითებს საერთო საზღვრის მქონე ფიგურების საერთო გვერდებსა
და წვეროებს. |
გაკვეთილის მსვლელობა |
სსსმ.მოსწავლე განარჩევს გეომეტრიულ ფიგურებს ზომისა
და ფორმის მიხედვით. შეუძლია მათი დახაზვა და ამოცნობა. აქტივობა1. მზაობა გაკვეთილისათვის(5წთ.) გაკვეთილი იწყება სადიაგნოსტიკო ტესტით, რომლის მიზანია
განსაზღვროს მოსწავლეთა მზადყოფნა ახალი მასალის ასათვისებლად. აქტივობა2.წინარე ცოდნა(5წთ.) მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს მაგიდაზე დალაგებულ
გეომეტრიულ მოდელებს, სთხოვს შეძლებისდაგვარად ამოიცნონ და დაასახელონ მათი სახელწოდება,
შეადარონ ფიგურები ერთმანეთს. აქტივობა3. ფიგურების ამოცნობა(10წთ.) მასწავლებელი დაფაზე ხაზავს გეომეტრიულ ფიგურებს:სამკუთხედს,
ოთხკუთხედს, ხუთკუთხედსა და ექვსკუთხედს. წინასწარ გამზადებულ ბარათზე წერია
3,4,5,6. მასწავლებელი რიგრიგობით გამოიძახებს ბავშვებს, სთხოვს
ბარათების ამობრუნებას და დაფაზე დახაზული ფიგურებიდან გადახაზონ ის, რიმლის გვერდებისა
და წვეროების რაოდენობა შეესაბამება ბარათზე დაწერილ რიცხვს. ბოლოს სვამს კითხვას
- „თქვენი აზრით, რატომ არ დავხაზე წრე?“ მოსწ.-„წრეს
წვერო არ აქვს.“ აქტივობა.4 ინდივიდუალური სამუშაო(20წთ.) I)სავარჯიშოების
შესრულება. II)მოსწავლეები
კომპიუტერში თავად ჰქმნიან გეომეტრიული ფიგურების ნახაზებს, აფერადებენ მათთვის სასურველი
ფერებით.მასწავლებელი თვალყურს ადევნებს მოსწავლეთა მუშაობას და საჭიროების შემთვევაში
აძლევს სათანადო ინსტრუქციას. აქტივობა5.საშინაო დავალება (2წთ.) საშინაო დავალება
- შექმნან გეომეტრიული ფიგურების მოდელები. აქტივობა6.გაკვეთილის შეფასება(3წთ.) შეფასებისას გათვალისწინებული იქნება მოსწავლეთა ჩართულობა
საგაკვეთილო პროცესში, შემოქმედებითი უნარი. |
რეფლექსია.
გაკვეთილი ჩატარდა IV კლასში
გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესი განხორციელდა წესის შესაბამისად.
ჩატარებულმა გაკვეთილმა გაამართლა მოლოდინები და მოსწავლეებიც კმაყოფილნი დარჩნენ.ასე
რომ თანამედროვე მიდგომები დადებით გავლენას ახდენს მოსწავლეებზე.
<<გაკვეთილის მსვლელობაში გამოყენებული აქტივობები შედეგიანი და საინტერესო
იყო იმით, რომ მოსწავლეებს გაუჩნდათ ინტერესი და პასუხისმგებლობის გრძნობა.
<<ყველაზე უფრო საინტერესო იყო ის აქტივობა, სადაც მოსწავლეები კომპიუტერის
საშუალებით მუშაობდნენ.
ელექტრონული სისტემის განვითარება ხელს უწყობს მასწავლებელს მასალის მარტივად
და გასაგებად ახსნაში.
<< შემიძლია ვთქვა, რომ აუცილებელია გაკვეთილზე სრულყოფილი გეგმით შესვლა,
სადაც გათვალისწინებულია მიზნები და შედეგები.
<<ჩატარებული გაკვეთილებიდან გამომდინარე, ჩემი მიზანია მოსწავლეებს განვუვითარო
თავიანთი ცოდნის წარმოჩენის უნარი თანამედროვე ტექნოლოგიებით.
<<მომდევნო გაკვეთილის ჩატარებისას გავითვალისწინებ მოსწავლეთა მეტ ჩართულობას
საგაკვეთილო პროცესში. უფრო მეტი რესურსების შექმნას.
Комментариев нет:
Отправить комментарий