საგანი |
ბუნება |
თემა |
ქვეწარმავლებისა და ფრინველების სასიცოცხლო ციკლი |
კლასი |
IV |
ჩატარების დრო |
02.06.2021 |
მოსწავლეთა რაოდენობა |
6 |
სსსმ. მოსწავლე |
1 |
გაკვეთილის აქტუალობა |
მოსწავლეები გაკვეთილების შემდეგ კიდევ უფრო გაიმდიდრებენ ცოდნას.შესძლებენ
ცოდნის ტრანსფერს პრაქტიკულ საქმიანობაში.გაავლებენ პარალელს შესწავლილ მასალასა
და მოძიებულ ინფორმაციას შორის. |
შესაბამისობა ე.ს.გ სტანდარტთან |
ბუნებაIV.3. მოსწავლემ უნდა შესძლოს სხვადასხვა ორგანიზმის სასიცოცხლო
ციკლების შედარება.შესძლოს აღწერა მათთან დაკავშირებულ ცვლილებებზე. სსსმ. მოსწავლე შეძლოს ქვეწარმავლებისა და ფრინველების დასახელება-გადარჩევა.ჩამოთვალოს
მათი სასიცოცხლო ეტაპები. |
გაკვეთილის მიზანი |
1)მოსწავლემ შესძლოს მსგავსება-განსხვავების პოვნა სხვადასხვა ცხოველის
სასიცოცხლო ციკლებს შორის. 2)ინფორმაციის მოძიება. 3)ცოდნის ტრანსფერის უნარი. |
წინარე ცოდნა |
მოსწავლეები ფლობენ ინფორმაციას ქვეწარმავლებისა და ფრინველების შესახებ |
საჭირო მასალები |
სახელმძღვანელო, თაბახები, მარკერები, პლაკატი, კომპიუტერი. |
ორგანიზ.ფორმა |
მთელი კლასი, ინდივიდუალური. |
მისაღწევი შედეგები |
<<მოსწავლეებმა შეძლეს მსგავსება-განსხვავების პოვნა სხვადასხვა
ფრინველებსა და ქვეწარმავლებს შორის. <<ინფორმაციის მოძიება. <<პრეზენტაცია. |
გაკვეთილის მსვლელობა |
აქტ.Iმოტივაციის შექმნა 3 წთ. აქტივობის აღწერა- მასწავლებელი ააქტიურებს მოსწავლეთა დაგროვილ ცოდნას,
რომლის მიზანია განსაზღვროს მოსწავლეთა მზადყოფნა. აქტ.IIწინარე ცოდნის გააქტიურება.5წთ. აქტივობის აღწერა - მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს პლაკატს და
სთხოვს ამოიცნონ ქვეწარმავლები და ფრინველები და დაასახელონ მათი სახელწოდებები. აქტ.III.ცოდნის კონსტრუირება.10წთ. შინაარსის გაღრმავება. აქტივობის აღწერა - მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება ბუნების მრავაფეროვნებაზე,
წაიკითხავს წიგნში მოცემულ თემას,ამახვილებს ყურადღებას ორგანიზმთა ჯგუფებზე, მათ
ძრითად სასიცოცხლო მოთხოვნილებებზე.სვამს კითხვებს მოსწავლეთა ჩართულობის შესანარჩუნებლად. მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს და წარადგენენ მოძიებულ ინფორმაციას. აქტ.IV.გამთლიანება.10წთ. პრაქტიკული სამუშაო. აქტივობის აღწერა - კომპიუტერით მუშაობა. მოსწავლეები თავად ქმნიან
ფრინველების სურათებს და აწყვილებენ რაიმე ნიშნის მიხედვით. აქტ.V.ცოდნის განმტკიცება.10წთ. აქტივობის აღწერა - მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები და ავალებს იმსჯელონ
ბარათზე გამოსახულ ნახატზე, რით იკვებება, რა ჰქვია მათ ნაშიერს, სად ცხოვრობენ,
რა განსხვავებაა მათ შორის. შეავსებენ ცხრილს. აქტ.VI.საშინაო დავალება.2წთ., მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია მათ საარსებო პირობებსა და კვება-განვითარებაზე. აქტ.VII.შეფასება და თვითშეფასება-5წთ. მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს განმავითარებელი შეფასებით |
რეფლექსია.
გაკვეთილი ჩატარდა 2 ივნისს IV კლასში.თემაზე „ქვეწარმავლებისა
და ფრინველების სასიცოცხლო ციკლი“.
გაკვეთილი დავგეგმე სასწ.გეგმით განსაზღვრულ
მიზნებსა და მისაღწევ შედეგებზე.ინდიკატორებზე დაყრდნობითა და მათი გათვალისწინებით.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ქვეწარმავლებისა
და ფრინველების სასიცოცხლო ციკლის გაცნობა, ინფორმაციის მოძიება და ცოდნის ტრანსფერის
უნარის გამოვლენა.
გაკვეთილი წარიმართა გეგმით გათვალისწინებული
აქტივობების მიხედვით.მნიშვნელოვანი გადახვევა და მოდიფიცირება არ დამჭირვებია.შესაბამისად,
ვფიქრობ, რომ გაკვეთილის შედეგი შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზნებს.
აქტიურად გამოვიყენე როგორც ელექტრონული,
ისე სხვადასხვა რესურსი.
საერთო ჯამში, ყველა მოსწავლე აქტიურად იყო
ჩართული და თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური შედეგი დადეს.
სხვა დროს გავითვალისწინებ გაკვეთილის დროსი
შემოზღუდულობასა და აქტივობების რეალური გრძლიობით დაგეგმვას.
Комментариев нет:
Отправить комментарий