სასწავლო პროექტი.
თემა - „დედა ჩემი სიყვარულია“
საგანი - ქართული, ხელოვნება.
კლასი- IV
მოსწავლეთა რაოდენობა- 6
სსსმ. მოსწავლე - 1
პროექტის განხორციელების ვადა - 1 კვირა.22-25 თებერვალი.
პროექტის შინაარსი:
თემით „დედა ჩემი სიყვარულია“, მოსწავლეებთან ერთად შევეცდები დედის ფენომენის,
დედის ამაგისა და ღვაწლის ახსნას. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას, დაახარისხებენ,
შექმნიან ნახატებსა და აპლიკაციებს თემაზე „დედა ჩემი სიყვარულია“. წაიკითხავენ ლექსებს,
გააკეთებენ მისალოც ბარათებს დედებისათვის.მოსწავლეები სიმღერებით, ლექსებით, ნახატებით,
თავისუფალი თემებითა და სლაიდ შოუს შექმნით გამოხატავენ დედების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას.
მოახდენენ პროექტის პრეზენტაციას.პანდემიიდან გამომდინარე თვითონ გადაინაწილებენ
განსახორციელებელ საკითხებს.
პროექტის საფუძვლები:
<<კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა
<<კომუნიკაცია და თანამშრომლობა
<<ტექნოლოგიის გამოყენება
<<დამოუკიდებელი მუშაობა
პროექტის მიზნები:
მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაიაზრებენ დედის როლს მათ ცხოვრებაში, გამოხატავენ
დიდ სიყვარულს, გაუფრთხილდებიან და პატივს სცემენ მათ.
სასწავლო პროცედურები:
ბავშვებს ვესაუბრები დედის როლზე მათ ცხოვრებაში, ზრუნვაზე, მოვლა-პატრონობაზე.
აღნიშნულ თემაზე დავუსვამ საკვანძო კითხვებს:
<<როგორია დედის მნიშვნელობა შენთვის?
<<როგორ დაახასიათებდი დედას?
<<შენ როგორ ამართლებ დედის იმედს, მოლოდინს?
მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას.
საკვანძო კითხვები ხელს უწყობს მოსწავლეებში საკუთარი აზრის გადმოცემას, საკითხის გააზრება-გაანალიზებას.
მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას;შექმნიან ნახატებსა და აპლიკაციებს;შეისწავლიან
სიმღერებს დედაზე;დაამზადებენ მისალოც ბარათებს; შექმნიან სლაიდ შოუს.
და ბოლოს შეფასების რუბრიკის საშუალებით ვახდენ პროექტის შეფასებას, მოსწავლეები
შეაფასებენ საკუთარ როლსა და შეტანილ წვლილს საერთო მიზნის მიღწევაში.მოვახდენ შუალედურ
შეხვედრას, სადაც ისინი სათითაოდ წარმოადგენენ შექმნილ მასალებს, მოახდენენ ურთიერთშეფასებას
და მეც მივცემ უკუკავშირს.
შესასრულებელი აქტივობები ზოგი თვითონ მოიფიქრეს და ზოგი ერთობლივად შევიმუშავეთ.
აქტივობა 1 - მოსწავლეებისათვის იდეის გაცნობა.
აქტივობა 2- თემასთან დაკავშირებული საკითხების ჩამოყალიბება.
აქტივობა 3 – საორგანიზაციო საკითხები.
აქტივობა 4 - პანდემიიდან გამომდინარე კონკრეტული სამუშაოების
გადანაწილება ინდივიდუალურად თითოეულზე, შესაძლებლობების ფარგლებში.
შესასრულებელი სამუშაოების
განრიგი:
22-23 თებერვალი. მოიძიეს ინფორმაცია.
23-24 შეისწავლეს ლექსები.
24-25 დაამზადეს მისალოცი ბარათები და შექმნეს სლაიდ შოუ.
სსსმ მოსწავლემ შეისწავლა ლექსი და დაამზადა ბარათი.
დედებთან გადაიღეს სურათები და განათავსეს ბლოგში.
პროექტის შედეგები:
<<მოსწავლეებმა შეძლეს ინფორმაციის მოძიება- დახარისხება
<<შექმნეს ნახატები და მისალოცი ბარათები და სლაიდ შოუ.
განხორციელებული სამუშაოების
საფუძველზე მოსწავლეებმა შეიძინეს თანამშრომლობის, კომუნიკაციის, საკუთარი და სხვისი
საქმიანობის შეფასების უნარი.