კომპლექსური დავალება
საგანი - ქართული ენა
კლასი - I
ძირითადი რესურსი (ტექსტი) - ი.გოგებაშვილი „ჩიტი და ვასო“
ხალხური - „ჩიტი და
მელა“
სახ.ავტორი - შედგენილი ი.გოგებაშვილის მიერ
სკოლა - სსიპ. აბაშის რაიონს სოფ.ზანათის საჯარო სკოლა
პედაგოგი - ნანა ადამია
დამატებითი თემატიკა - ურთიერთობები, სიკეთე.
გაკვეთილების სავარაუდო
რაოდენობა - 4-5
სთ.
შედეგი - I-2; I-3;
I-4; I-5; I-7; I-8; I-13
საკითხი: მოთხრობის- ი.გოგებაშვილის „ჩიტი და ვასო“ გაგრძელება,
რა მოხდება 5 წლის შემდეგ.
„ჩიტი და მელას“
- თხრობის გაგრძელება.
კომპლექსური დავალების
პირობა:
დავალება 1: - აღწერე
სურათი: იმსჯელე და გამოთქვი ვარაუდები
დავალება 2: - ელექტრონულად
შექმენი ნახატები თემიდან გამომდინარე
დავალება 3: - როლებად
თამაში
დავალება 4: - მოთხრობის
„ვასო და ჩიტის“გაგრძელება, რა მოხდება შენი აზრით 5 წლის შემდეგ?
დავალება 5: - დაასაბუთე
შენი მოსაზრებები და ნახატის, მოთხრობის სახით ნამუშევრები წარმოადგინე პრეზენტაციის
სახით.
კომპლექსური
დავალების ეტაპები და აქტივობები
ეტაპი I_ მოსწავლეთათვის კომპლექსური
დავალების პირობის გაცნობა. რესურსი - ილუსტრაცია და სათაური. აქტივობა I- წინარე
ცოდნის გააქტიურება. დაკვირვება ტექსტის თვალსაჩინო მინიშნებებზე, სათაურსა და ილუსტრაციებზე
დაყრდნობით. აქტივობა_II - დავალების
მოთხოვნების გაცნობიერება. სამიზნე ცოდნის
(დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებზე ორიენტირებული შეკითხვები.. ეტაპი_II - დავალების განხორციელება. ნაბიჯი_I - რა სტრატეგიები გამოიყენე მოთხრობის გასაგებად? რესურსი- „ვასო და ჩიტის“ პრეზენტაცია. ეტაპი_III - ნახატების შექმნა როგორც ელექტრონულად, ისე თაბახებზე. აქტივობა_I - შემოქმედებითი
უნარის გამოვლენა. აქტივობა_II - კითხვა-პასუხი. სამიზნე ცოდნის(დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული)
კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები. ქვეცნება - ხედვის კუთხე. |
ქვეცნება - კითხვის
სტრატეგიები. ·
რა
სათაური აქვს? რას მეუბნება ეს სათაური? ·
რას
მეუბნება ეს ილუსტრაცია? ·
რით
უკავშირდება სათაური და ილუსტრაცია შენს ცოდნა-გამოცდილებას? ·
ახსენით
თქვენი სიტყვებით რას მოითხოვს დავალება? ·
რა
ცოდნა-გამოცდილება გამოგადგება? ·
ვინ არიან ნაწარმოების პერსონაჟები? ·
პერსონაჟებს
შორის რომელია კეთილი და რომელი ბოროტი? ·
სწორად
მოიქცა თუ არა ვასო? ·
შენ
როგორ მოიქცეოდი მის ადგილას? ·
როგორი
ბიჭი დადგება ვასო 5 წლის შემდეგ? ·
დაუფიქრდება
თუ არა ვასო მის საქციელს? ·
შენზე
თუ ზრუნავს ვინმე? ·
რატომ
არის ერთმანეთზე ზრუნვა აუცილებელი? __________________________ ·
როგორი წარმოდგენა ჩამოგიყალიბდა ამ პერსონაჟზე?როგორ ადამიანად
წარმოიდგინე? ·
რა
პარალელის გავლება შეძელი ამ ორ ნაწარმოებს შორის? ·
რისი
თქმა უნდა ავტორს? ·
უნდა
გავითვალისწინოთ თუ არა ნაწარმოების გაგრძელებისას მწერლის მთავარი სათქმელი? როგორ? ·
რას
მოიგონებდა წარსულიდან ვასო? ·
რას
მოუწოდებდა ვასო მომავალ თაობას ბუნების დაცვაზე? |
ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
·
რა აქტივობა
დაგეგმეთ?
·
დროში
როგორ გაანაწილეთ აქტივობები.
·
წარადგინე
შენს მიერ გაგრძელებული მოთხრობის შინაარსი/
·
რატომ
ფიქრობ ასე? პარალელი გაავლე ამ ორ პერსონაჟს შორის, რომელია კეთილი და რომელი ბოროტი?
·
შენ როგორ
მოიქცეოდი მათ ადგილას?
·
რა მოგცათ
და შეგმატათ ამ ახალმა დავალებამ?.
პრეზენტაციის
შემდეგ ისაუბრე:
·
რა გაგიადვილდა,
რა გაგიძნელდა დავალების შესრულებისას?
·
რას შეცვლიდი
თავიდან რომ იწყებდე დავალების შესრულებას?
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ
დავალებაზე სამუშაოდ:
·
გაეცანი
დავალების პირობას
·
ყურადღებით
წაიკითხე ტექსტი და უყურე ვიდეოს
·
კარგად
დაფიქრდი პრესონაჟთა დახასიათების დროს.
·
გამოყავი
პერსონაჟების დადებითი და უარყოფითი მხარეები
Комментариев нет:
Отправить комментарий